არასამთავრობო ორგანიზაცია "კოალიცია სამართლიანობისთვის“ ინიციატივით გამოდის, შეიქმნას აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციების, დევნილი საზოგადოებისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლისაგან მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც თვალყურს მიადევნებს დევნილთა სამინისტროს საქმიანობას.
ინიციატივას, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის ყოფილი მინისტრი და ორგანიზაციის ხელმძღვანელი სალომე კაპანაძე სოციალურ ქსელში აჟღერებს.
კოალიცია „სამართლიანობისათვის“ ინიციატივით, აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციების, დევნილი საზოგადოებისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლისაგან უნდა შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც თვალყურს მიადევნებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმიანობას:
„აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ,,სამართლიანობისათვის“ სახელით მინდა მივმართო აფხაზეთიდან დევნილ ჩემს თანამემამულეებს, ყველას, ვინც ებრძვის დროს, რათა მეხსიერებიდან არ ამოგვეშალოს უკან დაბრუნების საკრალური ვალდებულება. ვინც სიამაყით ატარებს აფხაზი ქართველის სახელს, რადგან ჩვენ ყველაზე დიდი მსხვერპლი გავიღეთ ჩვენი ქვეყნისათვის.
კოალიცია გამოდის ინიციატივით, რომ აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციების, დევნილი საზოგადოებისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლისაგან შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც თვალყურს მიადევნებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმიანობას. უახლოეს დღეებში ჩვენ წერილობით მივმართავთ პრემიერ-მინისტრს, რათა მან მხარი დაუჭიროს ჩვენს ინიციატივას. კოალიციის განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია პროექტმა, რომლის თანახმად სამინისტროს დაევალა 107 მილიონიანი ღირებულების დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მსგავსი პროექტი სახელმწიფო საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში პირველად ხორციელდება და დევნილთათვის იგი იმედისმომცემია. თუმცა, კოალიცია ,,სამართლიანობისათვის“ ფლობს საკმარისზე მეტ ფაქტებს, რომელზეც დაყრდნობით ჩვენ შეგვიძლია საუბარი სამინისტროს მიერ დევნილთათვის განკუთვნილი ფართების უხარისხო რეაბილიტაციასა და უსამართლო განაწილებაზე. ამაზე დაყრდნობით, შეუძლებელია ჩვენ მშვიდად მივადევნოთ თვალი ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას.
გთხოვთ, გამომეხმაუროთ და მომაწოდოთ მონიტორინგის ჯგუფისათვის კანდიდატურები, რომელთაც თქვენ ენდობით, აქვთ სანდო რეპუტაცია, კომპეტენცია და რაც მთავარია, სურვილი დაიცვან დევნილთა ინტერესები“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






