სტატიას –,,რატომ ცემა ,,გეგეშიძის ბაღში'' ძიძამ 3 წლის ბიჭი?!'' საზოგადოების მხრიდანან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მნახველთა რეკორდული რაოდენობა 58 ათასზე მეტი (რაოდენობა ყოველ წუთს ელვის სისწრაფით იზრდება), მეტყველებს იმაზე, რომ რეალურად ბევრ ოჯახი არის ,,ძიძის'' პრობლემა...
ბევრმა კომენტარიც დატოვა, უფრო ბევრმა კი პიარადში მომწერა და ძიძის გამოსააშკარავებლად ბრძოლაში თანადგომა აღმითქვა...
განსაკუთრებით იაქტიურა ქალბატონმა თიკა შავგულიძემ, მან გამომძიებლისთვის შესაშური ალღოთი, მთელი დღის განმავლობაში აწარმოა გამოძიება და შედეგიც დადო...აქვე იმასაც გეტყვით, რომ ქალბატონი თიკა ერთი რიგითი მკითხველია და ამ ,,საქმის გახსნა'' მისი მოქალაქეობრივ ვალად მიიჩნია.... სამი შვილის დედა თვლის, რომ ასეთ ამბავზე თვალის დახუჭვა არის დანაშაული. ამიტომაც, თავისი საქმე გვერდზე გადადო და მთელი დღე ამ საქმის გამოძიებას მიუძღვნა. ის დაუკავშირდა ინფორმაციის გამვრცელებელს ნინო მურვანიძეს. ორივემ ერთად მიაკვლიეს ბავშვისა და ძიძის კვალს.
სამწუხაროდ, მე ქუთაისში ვარ და ვერ მოვახერხე მათი გუნდის წევრი გამხდარიყავი.ისინი თბილისიდან პერიოდულად მაწვდიდნენ ყველა ახალ ინფორმაციას. დღის ბოლოს გამოძიება წარმატებით დასრულდა, უკვე ყველაფერი ცნობილი გახდა...
სამწუხაროდ მიზეზთა გამო გვარ–სახელებს ვერ ვასახელებთ. როგორც აღმოჩნდა ძიძა არის ბავშვის დედის ბიძაშვილი, დედა შეწუხებულია ამ ფაქტით, მაგრამ ეშინია, მეუღლის ყურამდე რომ მივიდეს ეს ამბავი... არადა, როგორც თვითმხილველები ამბობენ– ცემას აქვს სისტემატური ხასიათი. იმედია, ბიჭის დედა გამოიჩენს გამბედაობას და დაიცავს შვილს აგრესიისგან. ჩვენ ამ საქმეს თვალს ვადევნებთ, თუ უახლოეს მომავალში კიდევ გავხდებით მომსწრე მსგავსი ვანდალური საქციელისა, მივმართავთ შესაბამის ორგანოებს, რომლებიც იზრუნებენ უდანაშაულო ბავშვის უსაფრთხოებაზე...
ბოლოს კი, როგორც დედამ მინდა რჩევა მივცე ბიჭის დედას. თვალის დახუჭვა პრობლემებს ვერ მოგიგვარებთ, თუ თქვენს ოჯახში ურთიერთპატივისცემა და სიყვარული არ არის და შიშზეა დაფუძნებული ურთიერთობები , ამას ოჯახი არ ჰქვია. თქვენს პრობლემებს ნუ გადააყოლებთ შვილს, რომელსაც არაფერი არ დაუშავებია, რომელიც იმსახურებს მზრუნველობას და სიყვარულს...
რაც შეეხება ძიძას, დაუცველ არსებაზე ძალადობა ცოდვას რომ თავი დავანებოთ, დანაშაულია. ჩვენ გვაქვს თქვენი ფოტოსურათები, ვიცით თქვენი ყველა მონაცემი. გირჩევთ დროზე მოეგოთ გონს , თუ ,,ძიძის ნებისყოფა'' არა გაქვთ, სხვა სამსახური მოძებნოთ. ეს მუქარა არ არის, ეს არის გაფრთხილება..
რომ არა ჩემი ფეისბუკის მეგობარი, სალომე ივანიშვილი ეს ამბავი თქვენამდე ვერ მოაღწევდა... სალომეს დამსახურებაა, რომ იტყვიან, ქუდზე კაცი რომ გამოვიდა... მადლობა სალომე, რომ გულგრილად არ აუარე გვერდი ნინო მურვანიძის პოსტს.
დიდი მადლობა თიკა შავგულიძეს გულისხმიერებისთვის და გამბედაობისთვის. მან ნინო მურვანიძესთან ერთად, შეძლო იმაზე მეტი, ვიდრე შესაძლებელი იყო. ფაქტიურად, ერთ დღეში გახსნა დანაშაული. დანაშაული, რომელიც ვფიქრობ, რომ დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
წყარო: http://aianews.ge/
მასალის გამოყენების პირობები






