„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში ხვნის სამუშაოები გრძელდება. დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში აღნიშნულ სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და სოფლის მეურენობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე გაეცნენ. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე 6 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მუშაობს. მიმდინარე წელს 26 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მოემსახურება აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტს და ქალაქ ბათუმზე შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ფერმერებს.

„დღეს დავათვალიერეთ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგაზაფხულო სამუშაოები, რომელიც სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე აჭარაში სამუშაოების 80% შესრულებულია. სულ არსებული 1000 ჰექტარიდან, 800 უკვე დამუშავებულია. ყველაფერი 10-15 დღეში დასრულდება. კალენდარულ ციკლში ზუსტად ჩავეტიეთ. წელს წინა წელთან შედარებით ორჯერ მეტი მიწა დამუშავდა“.-განაცხადა არჩილ ხაბაძემ სამუშაოების მონახულების შემდეგ.

საგაზაფხულო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ხელვაჩაურის, ქობულეთის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში. დღეის მდგომარეობით, ,,მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის’’ ფარგლებში აჭარის მასშტაბით მოიხნა 800 ჰექტარი მიწის ფართობი. აქედან: ქედაში 107 ჰა, შუახევში 16 ჰა, ხულოში 17ჰა, ქობულეთში 481 ჰა, ხელვაჩაურში 166 ჰა, და ქალაქ ბათუმზე შემოერთებული ტერიტორიაზე 13 ჰა.
მასალის გამოყენების პირობები






