ქუთაისის შემოვლითი – სამტრედიის გზის სამშენებლო სამუშაოები ზაფხულში დასრულდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:47, 15 May, 2014     5988

ქვეყნის საგზაო ქსელის მოდერნიზებისა და თანამედროვე სტანდარტებთან გათანაბრების ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის E60 (ფოთი–თბილისი–წითელი ხიდი) და E70 (ფოთი–თაბუმი–სარფი) მოდერნიზაცია–რეკონსტრუქცია საგზაო ინფრასტრუქტურის პრიორიტეული პროექტებია. ამ დროისათვის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე სამუშაოები ერთდროულად 7 მონაკვეთზე მიმდინარეობს.

ავტომაგისტრალის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ქუთაისის შემოვლითი და ქუთაისის შემოვლითი–სამტრედიის გზის სამშენებლო მონაკვეთის მშენებლობა. ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთის სიგრძეა 17.3 კილომეტრი, ხოლო, ქუთაისის შემოვლითი–სამტრედიის მონაკვეთის სიგრძე 24.0 კილომეტრია. აღნიშნული მონაკვეთების მშენებლობა მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დასრულდება.

ამ დროისათვის, ქუთაისისშემოვლითი გზის 9.0 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოების 88% შესრულებულია. ცემენტ–ბეტონის საფარის მოწყობა დასრულებულია და მომდევნო მონაკვეთზე სამუშაოები გრძელდება. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ხიდების და წყალგამტარი მილების მშენებლობა, რომლებზეც ასევე, მიმდინარეობს მიწის სამუშაოები. ხორციელდება ხელოვნური ნაგებობების რკინა–ბეტონის წყალგამტარი 32 მილის, 9 მიწისქვეშა გასასვლელის, 10 ხიდისა და გზაგამტარის მშენებლობა. ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი ითვალისწინებს ცემენტ-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობას, მომავალში კიდევ ორი ზოლის დამატების პერსპექტივით.

2013 წელს, ქუთაისის შემოვლითი - სამტრედიის გზის 7.5 კმ-იან მონაკვეთზე ბეტონის საფარი მოეწყო. 14 კმ-იან მონაკვეთზე კი რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობა დასრულდა. ამჟამად, დასრულების სტადიაშია გზაგამტარების მშენებლობა გეგუთი-მუხიანისა და სოფელ ბაშის ტერიტორიაზე. აქტიურად გრძელდება მიწის ყრილის, სავალი ნაწილის ქვესაფუძვლისა და საფუძვლის მოწყობის სამუშაოები. მიმდინარეობს ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა დანარჩენ მონაკვეთზე. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შენდება 29 მიწისქვეშა გასასვლელი, 24 რკინაბეტონის წყალგამტარი მილი, 8 გზაგამტარი და ხიდი.

ქუთაისის შემოვლითი გზის I და II ლოტზე სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “TODINI Costruzion Generali SPA” TAKENAKA CIVIL ENGINEERING&CONSTUCTION CO. LTD“ ასრულებს, დონორი კი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოა (JICA). ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის (ლოტი I) პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 77,9 მილიონი ლარი და 20,6 მილიონი ევროა. პროექტის განხორციელება 2012 წლის ნოებმერში დაიწყო. ხოლო, ქუთაისისშემოვლითი–სამტრედიის გზის მშენებლობის პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 69,6 მილიონ ლარს და 20,9 მილიონ ევროს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42