14 მაისს წმ. სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში ჩატარდა ყამარ ბლიაძის საბავშვო წიგნის, "ყამარ ბებოს ნობათის" პრეზენტაცია, არასამთავრობო ორგანიზაციის "ინანას" თავმჯდორარის მარინა კოლხიდაშვილის ორგანიზებით.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე, არქიმანდრიტი-მამა ფოკა და სხვა სასულიერო პირები, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე-მაყვალა გონაშვილი, აკადემია "ქალდეას" პრეზიდენტი-ვაჟა ეგრისელი, ფაზისის საერო აკადემიის პრეზიდენტი-ნუგზარ ნადარაია, პოეტი-ერეკლე საღლიანი, პოეტი-მიმოზა ცანავა, პოეტი-ნანა ჭირაქაძე, პოეტი-ნათელა გოხელაშვილი, მსახიობი-ტრისტან სარალიძე, მსახიობი-ქეთევან კანდელაკი, ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მრავალდარგობრივი აკადემიის წევრები,
მონაწილეობას ღებულობდნენ: თორაძის სახელობის 22-ე ხელოვნების სკოლის ანსამბლი "ახალი თაობა" ხელმძღვანელი - ლეილა ასლანიძე და მაია ბერიძე, პედაგოგი-ირაკლი ახუაშვილი, სკოლა ლიცეუმ "ცისაკარის" მოსწავლეები ხელმძღვანელი - მარიკა რობაქიძე და სხვ. საღამო მიჰყავდა მარინე კოლხიდაშვილს.


მასალის გამოყენების პირობები






