ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა მოკლა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი იყო
საზოგადოება - 13:48, 15 May, 2014     8437
27 წლის ქალი, რომელიც ყოფილმა მეუღლემ მოკლა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი იყო. სამინისტრო გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

"იუსტიციის მინისტრი და სამინისტროს სისტემის თითოეული თანამშრომელი ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ჩვენი თანამშრომლის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის სპეციალისტის, 27 წლის სოფო ზურებიანის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს.

სოფო ზურებიანი იყო აქტიური, თავდაუზოგავი, სიცოცხლით სავსე ადამიანი, რომელიც წარმატებით ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას და აქტიურად მონაწილეობდა ყველა იმ სოციალურ პროექტში, რომელშიც ჩართული იყო საჯარო რეესტრი. სააგენტოში იგი 2007 წლიდან მუშაობდა.
რასაკვირველია, ეს საზარელი მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება. ამასთან, ყველანი ვიმედოვნებთ, რომ სიცოცხლეს შეინარჩუნებს სოფოს დაჭრილი ძმა - თემზა ზურებიანი, რისთვისაც ძალისხმევას არ იშურებენ ექიმები და ჩვენი კოლეგები ჯანდაცვის სამინისტროდან", - ნათქვამია განცხადებაში.


შსს–ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი–სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 1982 წელს დაბადებული ალექსანდრე ც. თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 14 მაისს, თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილ მეუღლეს და მის ძმას ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებულის მეუღლე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარება სტაბილურია.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ალექსანდრე ც. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა (საქართველოს სსკ–ის 117–ე მუხლის 2–ე და 7–ე ნაწილებით).




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42