შალვა ფიფია ლიტვის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა
საზოგადოება - 13:40, 15 May, 2014     838

„საკითხები, რომლებიც შეხვედრაზე განვიხილეთ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების თარიღი უკვე ცნობილია. „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანის რეალურ პერსპექტივას ქმნის, შესაბამისად, სოფლის მეურნეობის დარგი ევროპული სტანდარტების შესაბამისად უნდა განვითარდეს, რაშიც გადამწყვეტი როლი ეკისრება დარგის სპეციალისტებისა და ფერმერების ცოდნის მაღალ დონეს. შეხვედრაზე აღნიშნული მიმართულებით ლიტვის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარებაზე ვისაუბრეთ. მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი და კარგად განვითარებული ექსტენციის ცენტრები სწორედ ლიტვაში ფუნქციონირებს. მათ შექმნეს და დანერგეს პროგრამა, რომელშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან ფერმერები ჩართული, რაც მათ საშუალებას აძლევს ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე საჭირო ფინანსურ საკითხებზე. თავის მხრივ, აღნიშნული პროგრამით ხელისუფლებას შესაძლებლობა აქვს ოპერატიული და სრული ინფორმაცია მიიღოს, მოახდინოს ანალიზი და დაგეგმოს ხელშემწყობი, ეფექტიანი ღონისძიებები“, - განაცხადა შალვა ფიფიამ.შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის საკითხებს და მათ მნიშვნელობას.

ლიტვის დელეგაციის წევრები 16 მაისს თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში, „ტყუპების საღვინე სახლში“ ქვევრის ღვინის მუზეუმის გახსნას დაესწრებიან.ლიტვის რესპუბლიკის დელეგაცია საქართველოში სამი დღე დარჩება.სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია სემინარი, რომლეზეც ლიტველი კოლეგები ექსპენციის ცენტრებისთვის შექმნილი სპეციალური თანამედროვე პროგრამის პრეზენტაციას გამართავენ და ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებენ. პრეზენტაცია გაიმართება სასტუმრო „ბეტციში“ და მასში მონაწილეობას მიიღებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლები.

დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა და მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42