კიევის ცენტრში აქციის მონაწილეების დახოცვაში მონაწილეობა შესაძლოა ქართველმა სნაიპერებმა მიიღეს, - ამის შესახებ კომენტარი მიხეილ სააკაშვილის პირდაი გვარდიის „ავაზას“ უფროსმა, ტრისტან წითელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით ინსტიტუცკაიას ქუჩაზე ხალხის დახოცვა ქართველი სნაიპერების ერთადერთი დავალება არ იყო უკრაინის მოვლენების მიმდინარეობისას.
წითელაშვილი აღნიშნავს, რომ თბილისიდან 20 კილომეტრში საწვრთნელი ბაზაა. აქ ამერიკელი ინსტრუქტორები მიხეილ სააკაშილის „ბოევიკების“ წვრთნებს ახორციელებდნენ.
„ეს ადამიანები ახლა კიევში იმყოფებიან, „მემარჯვენე სექტორს“ ეხმარებიან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარებაში. ჯგუფიდან რომელიც სააკაშვილმა შექმნა 4 სნაიპერი იყო შერჩეული, ისინი მაიდანზე მუშაობდნენ და მშვიდობიან მოსახლეობას ესროდნენ“, - აცხადებს „ავაზას“ ბატალიონის ყოფილი უფროსი ტრისტან წითელაშვილი.
წითელაშვილის კომენტარს „ვესტი.რუ“ ავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები






