გორის ცენტრში, ამ წუთებში კვლავ ხმაურია. იუსტიციის სახლის უკან მდებარე ბაზარში მოვაჭრეები არიან შეკრებილები, რომლებიც ტერიტორიაზე პატრულირების მიზნით დღეს ღამის გათენებას გეგმავენ. როგორც ისინი „ნიუპოსტთან“ საუბრისას ამბობენ, მათი შეკრების მიზეზი ბაზრის მფლობელების მიერ დაგეგმილი იმ ტერიტორიის დანგრევაა, სადაც ისინი ამ დრომდე ვაჭრობენ.
„ძვირად დაუჯდება თითოეულ მათგანს, რომლებიც ჩვენთვის ლუკმა-პურის წართმევას შეეცდებიან. წეღან იყვნენ მოსულები ჩვენთვის უცნობი პირები, ალბათ ბაზრის მფლობელებმა გამოაგზავნეს, ტერიტორიის დაგრევა უნდა დავიწყოთო. არავის არ მივცემთ უფლებას, თავს შევაკლავთ და ამ ტერიტორიას არ დავარბევინებთ“, - აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე ხათუნა მერებაშვილი.
გორის ბაზრის ირგვლივ ხმაური უკვე თვეებია არ წყდება. მოვაჭრეები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოახლოვებულ თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველ გუნდს ხმების დაკარგვით ემუქრებიან.
გიორგი ახალკაცი „ნიუპოსტი“ გორი
მასალის გამოყენების პირობები






