უცხოეთში მყოფმა ამერიკის ხმის ქართველმა კორესპონდენტმა თეა თუაშვილმა ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პოსტი დადო, რომელშიც ეი-ბი-სის მიერ 84 წლის ჟურნალისტის ბარბარა ვოლტერსის გაცილებას აღწერს და თან კითხულობს - „მოხდება ეს ოდესმე საქართველოში ??? ალბათ არა...“
როგორც „ნიუპოსტთან“ საუბრისას ჟურნალისტმა აღნიშნა ეს პოსტი ნინო შუბლაძის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ და საქართველოში ჟურნალისტის მიმართ დამოკიდებულებამ დააწერინა.
თეა თუაშვილი და ნინო შუბლაძე წლების წინ ,,რუსთავი 2"-ში ერთად მუშაობდნენ.
პოსტი 84 წლის ჟურნალისტზე
ეს არის 84 წლის ჟურნალისტი ბარბარა ვოლტერსი, მწერალი, ტელე-წამყვანი დილის პროგრამის, ენ-ბი-სი-ის პროექტის ავტორი..
მოკლედ ბარბარა ვოლტერსს, რომელმაც შექმნა ეპოქა, დღეს ეი-ბი-სი-მ 2 საათიანი სპეციალური გაცილება მოუწყო.
მოიწვიეს მისი ყოფილი რესპოდენტები ანახეს სხვა ტელეკომპანიის ჟურნალსიტების გამოსამშვიდობებელი ინტერვიუები მასთან.... თუმცა, მარტო დღეს არა, მასზე მთელი კვირა საუბრობდნენ....მოხდება ეს ოდესმე საქართველოში ??? ალბათ არა...
თეა თუაშვილი: „ეს პოსტი, სიმართლე გითხრათ, იმ გულდაწყვეტის გამო დავდე, რაც აქ განვიცადე ნინო შუბლაძის გადაწყვეტილების გამო, რომ დროებით წავიდა მედიიდან.
ნინოს ბავშვობიდან ვიცნობ, ერთად ვმუშაობდით, ძალიან მიყვარს, პატივს ვცემ და ძალიან დამწყდა გული, თორემ ზოგადად საქართველოში ბევრს არც აინტერესებს თუ ვინ არის ბარბარა ვოლტერსი და როგორი დაფასებული პროფესიაა აქ ჟურნალისტიკა.
ნინო თავისი საქმის პროფესიონალია და ბოლო პერიოდში საუკეთესო იყო მისი წაყვანილი გადაცემები“.
ავტორი: დეა თავბერიძე
მასალის გამოყენების პირობები






