22 წლის ემიგრანტი გოგონას წერილი საფრანგეთიდან
საზოგადოება - 16:24, 14 May, 2014     14323

მე ერთი ჩვეულებრივი 22 წლის თბილისელი გოგონა ვარ. მიუხედავად იმისა, რომ 14 წელია ემიგრანტი ვარ ამ უცხო ქვეყანაში, ჩემი სამშობლო არასდროს მიმიტოვებია.

ყოველ დილით იმ ხალისით ვიღვიძებდი, რომ მალე დადგებოდა ის დღე, როცა ჩემს განუმეორებელ სამშობლოს სამუდამოდ დავუბრუნდებოდი.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ეს დღეც დადგა… მიხაროდა, მალე ჩავიხუტებდი ჩემს საქართველოს, რომელიც ამდენი წლის შემდეგ ძალიან მენატრებოდა.

სამწუხაროდ, ისეთი საქართველო აღარ დამხვდა, როგორიც დავტოვე და წარმომედგინა.

ვფიქრობ, გლობალიზაციამ არ დაგვინდო და არაფერს ვაკეთებთ ჩვენი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლადაც.

საქართველოში ქართლის დედა სამაგალითო აღარ იყო, მაგრამ აქტუალური იყო „შორენა“, განსხვავებული და განუმეორებელი არაფერი დამხვდა. საქართველო ევროპას გაბრწყინებული თვალებით შესცქეროდა და ვიფიქრე, ევროპას ვეღარსად გავექცეოდი. …

ჩემს ქალაქში ბევრი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს, იმაზე მეტი – ვიდრე წარმოგიდგენიათ… წლები გადის და აქ სულ ახალ–ახალი ქართველები ემატება. თავიდან ძალიან მიხაროდა, ქართულ საუბარს რომ გავიგებდი, ბედნიერი ვიყავი და სამშობლოში მეგონა თავი, მაგრამ მივხვდი, საქართველო ქართველებით ნელ–ნელა იცლებოდა და ეს არც ისე სასიხარულო იყო…

მახსოვს, მეორე კურსზე ვიყავი, უნივერსიტეტიდან სახლში ვბრუნდებოდი, როცა ტრამვაიში ამოვიდა ქალბატონი, დაახლოებით 6 წლის გოგონასთან ერთად. დედას ძალიან უჭირდა ფრანგულად საუბარი, პატარა გოგონას ეკითხებოდა თუ როგორ ჩაიარა დღემ სკოლაში, შემდეგ ტელეფონმა დაურეკა და ქართულად უპასუხა.

ძალიან მეტკინა გული, პატარა გოგონას ვუყურებდი რამდენიმე წამი და ვფიქრობდი, ნეტავ თუ იცოდა, რომ ქართველი იყო და რა იცოდა მან თავის სამშობლოზე?! გული მეტკინა, ქართველი დედა შვილს ქართულად რატომ არ უნდა ელაპარაკებოდეს?! მით უმეტეს, როცა სულ რამოდენიმე წელია, რაც მისმა მშობლებმა საქართველო დატოვეს. ნუთუ ასე უცებ შეიძლება ყველაფრის წაშლა?! სამწუხაროდ, ეს რეალობაა…

ვფიქრობ, ინტეგრაცია, როცა ემიგრანტი ხარ საჭიროა, მაგრამ ეს უნდა იყოს ზომიერი. ყოველთვის ვცდილობდი, სამეგობრო წრეში ჩემს სამშობლოზე მესაუბრა, ყოველთვის მეამაყება ქართველობა და ამას ისინიც გრძნობდნენ. ფრანგი მეგობარი სულ მეუბნებოდა, რომ ყველაფერი მქონდა ბედნიერებისთვის, მაგრამ მაინც არ ვიშლიდი სამშობლოში დაბრუნებას. იქიდან გამომდინარე, რომ საფრანგეთში მაქვს უნივერსიტეტი დამთავრებული და ყველა გამოცდა წარმატებით ჩავაბარე, ეჭვიც არ მეპარება, დიდი პროფესიული წარმატება მელოდა, თუმცა, უარი ვთქვი აქაურ წარმატებულ ცხოვრებაზე…

ნეტავ, თუ იცით როგორ ცხოვრობენ ემიგრანტი ქართველები ევროპაში? აქ არაფერია საოცნებო, დამიჯერეთ, აქ მზე არ მზეობს, მადლი არ ჩანს და ყველაფერს ცხოვრების ფასი აქვს დაკარგული, ყველაფერი ყალბია. ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს, თითქოს პენსიამდე ამათი ცხოვრება დაწერილია, სამსახური–სახლი, სამსახური –სახლი… არ იციან მეზობელი, ნათესავი…
საშინელი სისტემაა… ევროპაში ადამიანები რობოტებს უფრო ჰგავნან, ვიდრე – თავისუფალ ადამიანებს. ნეტავ, ქართველები ამაზე ვოცნებობთ? მასონებისგან შექმნილი სისტემაა, სადაც ადამიანმა ნამდვილი თავისუფლება დაკარგა… თავისუფლება მხოლოდ გარყვნილობაში არ უნდა გამოიხატებოდეს, ზუსტად ამაში დევს ის აზრი, რომ ადამიანი დამონებულია ასეთი აზრებით, რომლებიც ჩვენზე დიდ გავლენას ახდენს, ასევე, ჩვენი სარწმუნოების დიდი მტერია.

ერთი შეხედვით, ქართველი ოჯახები საფრანგეთში ჩამოდიან, რადგან ფინანსურად უჭირთ და მეტი ბედნიერებისთვის სამშობლოზე დროებით უარს ამბობენ. სამწუხაროდ, ჩემს ქალაქში ყოველდღე ოჯახები ინგრევა. ალბათ, ეს იმის ბრალია, რომ თანამედროვე ცხოვრებაში ქალმა და კაცმა დაკარგა თავიანთი როლი. მამაკაცების უმეტესობა ნარკოტიკებზეა დამოკიდებული…

ვოცნებობ, ისეთი ოჯახი შევქმნა, სადაც ქართული ტრადიციები ეყვარებათ და დედ– მამა თავდადებით იბრძოლებს, რომ ტკბილი ქართული ოჯახი შეინარჩუნონ.

მაინც გადავწყვიტე, დავბრუნდე ჩემს თბილისში, რომელიც ყოველდღე ინდივიდუალურობას კარგავს და ევროპის ერთ–ერთ ქალაქს ემსგავსება.

სამწუხაროდ, ჩემს თბილისში წმინდა სიყვარულის აღარავის სჯერა, წუთიერი სიყვარულიც აკმაყოფილებთ და ერთი–ორი მარიხუანის „ნაპასიც“. ვიღასღა სცალია, იკითხოს „ვეფხისტყაოსანი“, როცა სულ “პონტების” ძიებაში ვართ…

მე მჯერა მომავლის, მალე მივხვდებით ქართველები, რომ მსოფლიო ჩვენგან უნდა იღებდეს მაგალითს და არა – პირიქით, რომ ჩვენ უნდა გვეამაყებოდეს ჩვენი სარწმუნოება და თავდადებული წინაპრები. ვერ ვიტყვი, რომ სამაგალითო ქართველი ვარ, მაგრამ მინდა, ყველამ ერთად ვიბრძოლოთ და შევინარჩუნოთ ჩვენი სიმდიდრე: ენა, მამული, სარწმუნოება.

წყარო: ambioni.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42