ნიკა რურუა „ფეისბუქის“ გვერდზე გიორგი გაბუნიას გადაცემაში ეკა ბესელიას საეთერო ჩართვას ეხმაურება.
ყოფილი მინისტრის თქმით, ეკა ბესელიას ელემენტარულ ლოგიკურ ცდომილებაზე სამწუხაროდ ჟურნალისტმაც არ მიუთითა.
ნიკა რურუა: „ე. ბესელია რა უტიფარი პიროვნებაა - გიორგი გაბუნიას პრეტენზიულად აზიდული წარბებით, უნამუსოდ უმტკიცებს, რომ უკანონო ჩანაწერების ,,რუსთავი 2"-ის მიერ საკუთარ ეთერში გაშვება პირადი ცხოვრების უფლების დარღვევააო; იმაზე კი კრინტს არ სძრავს, რომ სწორედ ამ ჩანაწერების გაკეთება, და არა ამ ფაქტის გამოაშკარავებაა კანონდარღვევა, და რომ მათი გაშვება ,,რუსთავი 2"-მა სწორედ იმიტომ გადაწყვიტა, რომ ხელისუფლების მიერ უკანონო მიყურადება ასე დაუსჯელად და ტოტალურად აღარ ხდებოდეს. სამწუხაროდ, მას ამ ელემენტარულ ლოგიკურ ცდომილებაზე არც ჟურნალისტმა მიუთითა. ამგვარი ანტი-ინტელექტუალური და გონიერების შეურაცხმყოფელი გამოსვლა ქ-ნი ბესელიასაგან, თუ ის გამოაშკარავების გარეშე დარჩება ჟურნალისტის მხრიდან, საჯარო გამოთაყვანებას თუ წაადგება, მეტს არაფერს“.
მასალის გამოყენების პირობები






