ID ბარათზე დამატებით ინფორმაციის დატანა მხოლოდ მოქალაქის თანხმობის შემთხვევაში მოხდება
საზოგადოება - 14:53, 14 May, 2014     696
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საგარეო საქმეთა კომიტეტებში „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილების პროექტი წარადგინა.
საკანონმდებლო ცვლილების ავტორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროა, ინიციატივა კი საქართველოს მთავრობას ეკუთვნის.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია, კიდევ უფრო დაუახლოვოს საქართველოს კანონმდებლობა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ცვლილებების საჭიროება, სხვა ფაქტორებთან ერთად, განაპირობა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებულმა ვალდებულებებმაც, რომლებიც არაბიომეტრიული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის მაქსიმალურად შეზღუდვას და გაცემული არაბიომეტრიული დოკუმენტების მოქმედების მცირე ვადის დადგენას უკავშირდება.

კანონპროექტის თანახმად, ელექტრონულ პირადობის მოწმობაზე მფლობელის ნებართვას საჭიროებს ყველა იმ ინფორმაციის დატანა, რაც დღეს მასზე არ აისახება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, პირის სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, გამცემი ორგანოს დასახელების, დოკუმენტის გაცემის თარიღის, მოქმედების ვადისა და ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გარდა, არცერთი მონაცემი არ დაიტანოს პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე მისი მფლობელის თანხმობის გარეშე.

იცვლება საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების ვადებიც − პასპორტი, რომელიც არ შეიცავს ბიომეტრიულ მონაცემებს, გაიცემა მხოლოდ ერთი წლის ვადით. იგივე ვადა ექნება ე.წ. მეორე პასპორტებს.

დღესვე საგარეო საქმეთა კომიტეტმა ის საკანონმდებლო ცვლილებაც განიხილა, რომელიც მოქალაქის სახელის შეცვლის პროცედურას აზუსტებს. დღეს სახელის შეცვლა ნებისმიერ მსურველს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეუძლია, რადგან მისი იდენტიფიცირება ხდება არა გვარ-სახელის, არამედ პირადი ნომრის საფუძველზე. თუმცა, ევროკავშირის რიგ ქვეყნებში პირის სახელისა და გვარის შეცვლა ექვემდებარება შეზღუდვებს, რადგან ამ ქვეყნებში პირის ძირითად საიდენტიფიკაციო მონაცემს წარმოადგენს სახელი და გვარი. შესაბამისად, ამ ქვეყნებში ჩასული მოქალაქეების იდენტიფიცირება ხორციელდება მათი გვარებისა და სახელების საფუძველზე, რადგან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს არ აქვთ წვდომა საქართველოს მოქალაქეების პირად ნომერთან დაკავშირებულ პერსონალურ მონაცემებთან.

კანონპროექტის თანახმად, პირს უფლება ექნება, თავისი სურვილისამებრ შეიცვალოს სახელი მხოლოდ ერთხელ, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. აღნიშნული ცვლილება არ შეზღუდავს იმ პირთა უფლებას, რომელთაც ამ კანონის ამოქმედებამდე უკვე ჰქონდათ შეცვლილი სახელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42