ლალი მოროშკინა: გამცენ პასუხი - ვინ მისცა „ნაციონალურ მოძრაობას“ ინფორმაცია, რომელიც მე გადავეცი მაღალჩინოსნებს
საზოგადოება - 14:00, 14 May, 2014     8446

ლალი მოროშკინა: „მქონდა ინფორმაცია, რომ ამ ზონდერებმა უზარმაზარი ხელფასები აიღეს. მე, როგორც საჯარო მოხელემ, ამის შესახებ ინფორმაცია გავაცანი ჩემს ზემდგომ პირებს. პრემიის ამღებ პირთა უმრავლესობა არიან პატაკის ხელის მომწერები, 7 ნოემბრისა და 26 მაისის დამრბევები, რომლებიც გაშიფრულები არიან.

არ ვიცი, როგორ გამოჟონა ამ ინფორმაციამ და დაილექა „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და შემდგომ მათ გააჟღერეს პრემიების შესახებ ინფორმაცია. ვსვამ ლოგიკურ კითხვას, მე, რომელმაც მოვახსენე საიდუმლოდ ეს ინფორმაცია ჩემს ზემდგომ ორგანოს, როგორ მოხვდა ამის გაჟონვა „ნაციონალურ მოძრაობაში?!"

სხვათა შორის, ამ ზონდერებთან ერთად, პრემიების ამღებთა სიაში მოხდა ირინა იმერლიშვილის და, სოფიო იმერლიშვილი, რომელიც ახალი მისული იყო სამინისტროში და არ მესმის, 14 000 ლარი რაში აიღო".

სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის მრჩეველი ლალი მოროშკინა აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში 2013 წლის დეკემბერში გაცემული პრემიების შესახებ მან ინფორმაცია „ნაციონალურ მოძრაობაში" გამართულ ბრიფინგამდე ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანს საიდუმლოდ გადასცა.

მოროშკინას თქმით, მან უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანს მოახსენა იმის თაობაზე, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში დიდი ოდენობის პრემიები ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის" დროინდელმა ზონდერებმა აიღეს.

„ვაძლევ 2 დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების წარმომადგენლებს, ვისთანაც შეხვედრები მქონდა და ვისაც მივაწოდე ინფორმაცია, ან მოაგვარებენ ამ პრობლემას და გაიწმინდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტი სრულად ან არადა სხვა შემთხვევაში შიმშილობის აქციას ვიწყებ", - აცხადებს მოროშკინა.

„სამწუხაროა, რომ, ამ განცხადების გაკეთება მინისტრის დუმილის ფონზე მიწევს ".

შეგახსენებთ, რომ 12 მაისს „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირმა ნადირაშვილმა გაასაჯაროვა დოკუმენტი, სადაც საუბარია სასჯელღსრულების დეპარტამენტში 2013 წლის დეკემბერში გაცემულ მაღალ ხელფასებზე. ნადირაშვილმა დოკუმენტის მიმწოდებელი მისივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ დაასახელა.

ნადირაშვილის ინფორმაციით, პრემიის ამღებ პირთა სიაში არიან: გახარია გოგი - 39 130 ლარი, „რუსთავი 2"-ის დაცვის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ბუნტურიძე - 38 390 ლარი, მაცაიძე სიმონი - 38 733 ლარი, ტორაძე შალვა - 31 263 ლარი, თუთარაშვილი შოთა - 30 386 ლარი, ელიზბარაშვილი გიორგი - 29 307 ლარი, ასანიშვილი ზურაბი - 28 321 ლარი, კოტეტიშვილი ვახტანგი - 23 414 ლარი, ტრაპაიძე შოთა - 23 270 ლარი, გიგიძე ზურაბი - 21 202 ლარი, ჩელებაძე მამუკა - 21 505 ლარი, როდონაია ლაშა - 20 703 ლარი, ცქვიტინიძე ტარიელ - 20 358 ლარი, ახვლედიანი თენგიზ - 19 318, დოჩიაშვილი დავითი - 18 845 ლარი, გუბიანი გიორგი - 18 692 ლარი, კიკალიშვილი ილია - 18 525 ლარი, ვერულაშვილი ნესტანი - 18 251 ლარი, დარბაისელი დიმიტრი, დეპარტამენტის თავმჯდომარე - 18 222 ლარი.

წყარო: reportiori.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42