საავტომობილო გზების დეპარტამენტში ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის გაუმჯობესების საკითხზე შეხვედრა გაიმართა
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუგზარ გასვიანი და დეპარტამენტის წარმომადგენლები აზიის განვითარების ბანკის ჯგუფის ხელმძღვანელს პრიანკა სენევირატნეს და საპროექტი კომპანია „კოქსი“-ის წარმომადგენელს შეხვდნენ. შეხვედრაზე გაიმართა რეგიონული მნიშვნელობის გზების გაუმჯობესების პროექტის, კერძოდ, ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (feasibility study) საპროექტო სამუშაოების პრეზენტაცია, რის შედეგადაც დაიწყება 50კმ-იანი გზის მოდერნიზაციის პროცესი.
ძირულა-ჩუმათელეთის საპროექტო გზა ქალაქ ხარაგაულის და 10 სოფლის ტერიტორიაზე გადის და 37,000 მოსახლეს ემსახურება. გზა წარმოადგენს საგზაო კავშირს ხარაგაულის მუნიციპალიტეტსა და E60 ავტომაგისტრალს შორის, რომელიც წარმოადგენს მთავარ საერთაშორისო საგზაო არტერიას, იგი ასევე, აკავშირებს ერთმანეთთან საქართველოს მთავარ ქალაქებს. პროექტის განხორციელების შედეგად ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის 50კმ სიგრძის მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, გაუმჯობესდება საგზაო კავშირი და მოძრაობის უსაფრთხოება.
ამეტაპზე, ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზა ძირითადად ხრეშოვანია, მისი რეაბილიტაცია 90-იანიწლების შემდეგ არ ჩატარებულა. აღნიშნული გზის რეაბლიტაცია ხელსშეუწყობს, როგორც ძირითადი მაგისტრალის (E60-ის) განტვირთვას, ასევე, სოფლისმეურნეობის და ტურისტული პოტენციალის ზრდას, რასაცრეგიონში სოციალური დატვირთვაც ექნება და მისი უნიკალური ადგილების მონახულების შესაძლებლობა გახდება უფრო მოსახერხებელი დამსვენებელებისთვის, არამარტო საქართველოდან, არამედ უცხოეთიდან. ბორჯომ–ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში დასახლებული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებით კი შემცირდება მიგრაციის პროცესი.
პროექტს აფინანსებს აზიის განვითარების ბანკი (ADB).
მასალის გამოყენების პირობები






