გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა გამოსაშვები გამოცდები 4 საგანში - ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია ოქტომბერში ჩააბარეს.
მოსწავლეებმა, რომლებმაც შემოდგომაზე ვერ გადალახეს ზღვარი (ან ვერ გამოცხადდნენ), შესაძლებლობა აქვთ კიდევ ერთხელ ჩააბრონ ეს გამოცდა, დანარჩენ ოთხ საგანთან ერთად.
მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომლის სწავლაც უკვე დაასრულეს.
აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღეები გრძელდება. ის დღეს, 14:00 საათზეც გაიმართება. ამჯერად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაშვები გამოცდების და ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს შეხვდნენ ცენტრის წარმომადგენლებს, საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებსა და მათგან მიიღონ ინფორმაცია გამოცდებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 36 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
მასალის გამოყენების პირობები






