„ბიოს მოყვარულების საყურადღებოდ იმედი მაქვს ასეთი ადამიანების საკუთარი ცხოვრების პროცესის ,,გაფარჩაკების" მოწმე არასოდეს ვიქნები. განოლდით სადმე შორს!“, - ნანკა კალატოზიშვილის მიერ ,,ფეისბუქზე" ბიოს მომხმარებლებთან დაკავშირებით გაკეთებულმა ამ პოსტმა, სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
Paata Sabelashvili მეგობრებო მოდით სხვაგვარად შევხედოთ: ამით მხოლოდ სტიგმატიზაციას და თვითდესტრუქციას თუ წავახალისებთ. ის, რომ ადამიანები მოიხმარენ ბიოს ეს აღარ არის მათი პირადი არჩევანი. ამიტომ დაა... ვით შსს-ს კამპანიას, რომ თურმე ბიო კლავს. სინამდვილეში ძაღლები კლავენ ადამიანებს და მათ ოჯახებს
Nanka Kalatozishvili ყველას აქვს არჩევანი, მეც და ამიტომ ვირჩევ იმას, რაც დავწერე და იმედია მაქსიმალურად ამიხდება. ჩემი პოსტი დამოკიდებულება და სურვილია. ვისაც როგორ უნდა ისე მოიტ...ას სახე. უბრალოდ, ხომ შეიძლება ავირჩიო მინდა თუ არა ამ დროს. ასეთ ადამიანებთან კონტაქტი, მეტი არაფერი.
Paata Sabelashvili ნანკა, მასე აბა ხალხს კითხე ჩვენთან უნდათ თუ არა კონტაქტი. 90% იტყვის ნებისმიერ სხვა ადამიანზე, რომ არა (სხვადასხვა ნიშნით). მერე? მაგით რა? ვინც კრაკადილს იკეთებს ის დაეძებს, რომელ ოპიატს გაიკეთებს? ჰეროინი, რომ ჰქონდეს კრაკადილს გაიკეთებს? ხოდა მასეა ეგეც. ბიო ნამდვილად საშინელებას უკეთებს სხეულს და გონებას. მაგრამ უჩემოთ მოიკალით თავი რამდენადაა გამოსავალი?
Nanka Kalatozishvili დარწმუნებული ვარ ჩვენთანაც, ვისაც არ უნდა კონტაქტი მაზოხიზმით არ არის დაკავებული. გამოსავალი დაკიდება არ არის გეთანხმები, მაგრამ ასეთ ადამიანებზე, თუნდაც უცხოებზე ნერვიულობა საკუთარ ცხოვრებას ,,გამაზინებს". როცა შეგიძლია ისიამოვნო ბევრი სხვა რამით და არ იდარდო იმაზე, ვისაც თავად ჰკიდია თავისი თავი. ისინი თუ კარგავენ თავის დროს ამ მარაზმზე მე რატომ დავკარგო?
Paata Sabelashvili ხო, მაგრამ მე მგონია, რომ უნდა ვიზრუნოთ. აბა მაშინ სად გაივლის ზღვარი ჩვენსა და ვიღაცეებს შორის?
Giorgi Kalatozishvili ნამეტანი კრიტიკაა ახლა ეს ნანკი მოყვარულია თუ დამოკიდებული, ამ ხალხს მკურნალობა ჭირდება და არა ციხე და ჩვენ, როცა პრენებრეჟიტელნი და დამამცირებელი დამოკიდებულება გვაქვს მათ მიმართ, სწორედ ამაზე აპელირებს მერე სახელმწიფო, როდესაც ატარებს მათ მიმართ ხისტ და რეპრესიულ ზომებს.
Paata Sabelashvili კი და როდესაც შსს ამბობს "ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება" სწორედ იმას უნდა გულისხმობდეს, რომ ჩვენ უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება. შსს-მ კი ნამდვილ კრიმინალს უნდა სდიოს. უკვე დაიჭირეს ადამიანები ბიოზე, რითაც დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრება დაუნგრიეს. და ეს ჩვენივე გადასახადით ხდება. მაშინ, როდესაც დონორებთან კაპიკების თხოვნა გვიწევს, რომ ეს დამოკიდებულება იქიდან შევცვალოთ, საიდანაც საჭიროა.
Nanka Kalatozishvili თქვენ სისტემას გულისხმობთ, რაშიც აბსოლუტურად გეთანხმებით. პირადად მე ამ პოსტში ვიგულისხმე მხოლოდ ის რომ ასეთი ადამიანებისთვის რაღაცის ახსნა და მათზე ზრუნვა ძალიან მომბეზრდა და ბევრად საინტერესოა ცხოვრება მათ გარეშე. დარწმუნებული ვარ იმათთვის ჩემნაირების გარეშე, ამიტომ რაც უნდათ ის უქნიათ...
მასალის გამოყენების პირობები






