თინა მახარაძე თავის კომპლექსებზე საუბრობს. მას პოპულარობა ხელს არ უშლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაში, თუმცა კომპლექსს კი უჩენს. PrimeTimeNews-თან ის ამ კომპლექსებზე საუბრობს.
- რისი კომპლექსი გაქვს?
- ჩემი ზედმეტი თვითკრიტიკულობა კომპლექსია. მე, რომ ჩავუღრმავდე, რა კომპლექსი მაქვს, მაშინ ჩემი ცხოვრება ჩემს გარეშე გვერდით ჩამივლის. ვცდილობ, მარტივად ვიცხოვრო. უნდა გავთავისუფლდეთ კომპლექსებისგან, რომ ჩვენი კომპლექსების გამო, სხვები არ გვძულდეს.
- ცნობილი, რომ ხარ ქუჩაში არ გაკომპლექსებს?
- კი, ეს ხელს მიშლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაში. თუ ძალიან არ მეჩქარება, ტაქსში პრინციპულად არ ვჯდები. როცა მეტროში, სამარშრუტო ტაქსიში ძალიან ბევრი ადამიანი მიყურებს, ვიძაბები. რიგში თუ ვდგავარ და „შენ ვინ დაგაყენა რიგშიო“ მესმის, ძალიან მაკომპლექსებს. ჩემთვის მოქალაქეობრივი თვითშეგნება მნიშვნელოვანია. შეიძლება არ უნდა მძაბავდეს ყურადღება, მაგრამ ამის კომპლექსი მაქვს.
მასალის გამოყენების პირობები






