„რატომ გაათავისუფლეს სამსახურიდან თეიმურაზ კოვზიაშვილი“?
საზოგადოება - 15:07, 13 May, 2014     3897

თეიმურაზ კოვზიაშვილთან დაკავშირებით კითხვას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოზიტივის” აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი სვავს.

მისივე თქმით, „მოსმენებთან“ დაკავშირებით ე.წ. სკანდალი ყოფილმა ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ განზრახ დაგეგმა.

გურამ ადამაშვილი: „მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს ტელეკომპანიაში იმყოფებოდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც სპეციალური აპარატურის გამოყენებით აწარმოებდნენ ტექნიკურ სამუშაოებს.

აღნიშნული მტკიცებულებები საგამოძიებო უწყებას „რუსთავი 2“-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თეიმურაზ კოვზიაშვილმა მიაწოდა, ვიდეომასალის გასაჯაროვების შემდეგ კი, კოვზიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მაინტერესებს, რატომ გაათავისუფლეს სამსახურიდან ადამიანი, რომელმაც საგამოძიებო უწყებებთან კანონიერად ითანამშრომლა? ტელევიზიის დანიშნულება ჯოჯოხეთის მოწყობაა თუ საზოგადოების სწორი ინფორმირება? რას ნიშნავს, ფარული მასალები მიაწოდეს და კონფიდენციალური ინფორმაციიდან გამომდინარე, ამ კადრების მომწოდებლის სახელს და გვარს არ ასახელებს? ეს სცენარი 5 მაისს, „რუსთავი 2“-ის ოფისში დაიწერა, როცა იქ „სამაგიდო სამუშაოს“ ჩასატარებლად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ წინასწარ დადგმული სპექტაკლი და „ეს შენ გეხება-ყველას გვისმენენ“-ის გაგრძელებაა, რომლის მიღმა მთელი “ნაციონალური მოძრაობა” დგას. მიმაჩნია, რომ ტელევიზიას, რომელსაც დამოუკიდებლობაზე და მედიათავისუფლებაზე გარკვეული ამბიციები გააჩნია, არ უნდა ექცეოდეს არც ერთი პოლიტიკური ძალის ზეგავლენის ქვეშ“, - აცხადებს გურამ ადამაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42