„ნათია მიქიაშვილის „რუსთავი 2“-ზე გადასვლა არასდროს განხილულა“ - ამის შესახებ „ნიუპოსტს“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განუცხადა.
მისი განმარტებით, თანამშრომლობაზე საუბარი მიმდინარეობდა ტელეკომპანიასა და სტუდია „ანატომიას“ შორის.
როგორც გვარამია ამბობს, თუ „ანატომია“ „რუსთავი 2“-ის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, თანამშრომლობა ამ შემთხვევაში შედგება.
„ჩვენ ვსაუბრობდით სტუდია "ანატომიასთან", თუმცა ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებული სტანდარტები გვაქვს, ვიდრე რომელიმე არხზე ამ სტუდიას უკეთებია. ამიტომ პირველ რიგში, ვიხილავთ ამ სტუდიის საქმიანობის შესაბამისობას ამ სტანდარტებთან. თუ ჩვენ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს შესაძლოა განვიხილოთ თანამშრომლობის შესაძლებლობა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
სოციალურ ქსელში ნათია მიქიაშვილმა გუშინ დაწერა, რომ ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში გადადის.
მასალის გამოყენების პირობები






