პატრიარქი: არაერთი შემთხვევა ყოფილა, რომ ყოვლაწმინდა ღვთისმშობელს გადაურჩენია საქართველო
საზოგადოება - 12:00, 13 May, 2014     1330

სრულიად საქართველოს კათოლოკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მახათას მთაზე მშენებარე ეკლესიაში პირველი წირვის დასრულების შემდეგ ქართველი ერის ცხოვრებაში აღნიშნული ტაძრის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

“დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ შევთხოვთ უფალს, რომ გვაუწყოს, გვიჩვენოს გზა, რომელზეც უნდა ვიდოდეთ. გზა არის ერთი, რომელსაც გვიჩვენებს მაცხოვარი ჩვენი - ”მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე”. ვმადლობთ უფალს, რომ ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე მოგვივლინა ჩვენ ხალენი ილია წინასწარმეტყველისა;

ვმადლობთ უფალს, რომ ღვთის განგებით იყო ჩამოტანილი კვართი უფლისა იესო ქრისტესი საქართველოში; ვმადლობთ უფალს, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ქართლის ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ როდესაც მოციქილებმა ყარეს წილი, ვინ რომელ ქვეყანაში უნდა წასულიყო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მიიღო მონაწილოება ამაში და მას შეხვდა ივერია, საქართველო. გუშინ ჩვენ ვდღესასწაულობდით წმინდა ანდრია პირველწოდებულის დღესასწაულს, რომელმაც ჩამოიტანა საქართველოში ხატი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, ეს წმინდა ტაძარი და ლავრა, რომელიც შენდება ამ წმინდა ადგილზე, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ჩვენ იმას, თუ ვინ ვართ, როგორი დიდი ფასეულობის მფლობელები ვართ, რამდენად დიდია მოწყალება ჩვენ ზედა და რამდენად დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ღვთის წინაშე.

არაერთი შემთხვევა ყოფილა, რომ ყოვლაწმინდა ღვთისმშობელს გადაურჩენია საქართველო. აი, დღესაც, ჩვენ ვმადლობთ უფალს, როგორც ბრძანა წმინდა იოანე ოქროპირმა: “დიდება ღმერთს ყველაფრისთვის”. “დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა”, შენ იცი ჩვენი უძლურება, შენ იცი ჩვენი თვისებები, გვიჩვენე გზა, რომელიც მიგვიყვანს ჩვენ სასუფლეველში”, - ბრძანმა უწმინდესმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42