რას იხსენებს შეყვარებული დაღუპულ სტიქაროსანზე
საზოგადოება - 11:07, 13 May, 2014     7316

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში ეკლესიის გუმბათის ჩამონგრევას დაღუპული თორნიკე მახარაძის შეყვარებული კესო დარსალია „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში მისი და თორნიკეს სიყვარულის ისტორიას იხსენებს.

გოგონას თქმით, მან და თორნიკე მახარაძემ ერთმანეთი რამდენიმე თვის წინ ინტერნეტით გაიცნეს.

„თორნიკე ძალიან კარგი ბიჭი იყო. ერთმანეთი ინტერნეტით გავიცანით. სულ მწერდა, მირეკავდა. ერთხელ სახლში დამრჩა მობილური და სკოლაში ისე წავედი. ნომერი ზეპირად არ ვიცოდი, სხვისი ნომრიდან რომ მიმეწერა მისთვის. შინ რომ დავბრუნდი, 20 მესიჯი დამხვდა, თურმე ძალიან ინერვიულა, რომ ვერ დამიკავშირდა. მე მედავითნე ვარ ტაძარში. სხვა გეგმები მქონდა, მაგრამ თორნიკე იმდენად მიყვარდა, რომ აზრი შევიცვალე, მეც გამოვუტყდი სიყვარულში. ის ბათუმში იყო, ჩვენი სიყვარულის ამბავი მხოლოდ მეგობრებმა იცოდნენ. მასაც ჩემი სურათი ედო თავის "ფეისბუკის" გვერდზე. ის სურათი თბილისში გადავიღეთ ორი თვის წინ, როცა მამა გაბრიელის მოსალოცად ჩამოვიდა თავის მოძღვართან ერთად სამების ტაძარში“, - ჰყვება კესო დარსალია.

მისი თქმით, თორნიკე მახარაძე გახარებული იყო, რომ ტაძრის მშენებლობაში იღებდა მონაწილეობას. კესო დარსალია ჰყვება, რომ თორნიკე მახარაძის ნახვას 9 მაისს აპირებდა, თუმცა 8 მაისს ხელვაჩაურში ტარგედია მოხდა, რამაც ორი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა.

„მერე სვეტიცხოველი მოილოცეს, ვურეკავდი და ვტიროდი. მთხოვა, მცხეთაში ჩამოდი და მერე სულ ერთად დავრჩეთო, მაგრამ ვერ გავბედე. ღმერთის ნებაა ყველაფერი. 4 მაისს დამესიზმრა, მეორე დღეს მივწერე, ძალიან მენატრები, შენი ხმა მომენატრა-მეთქი. ერთი საათი ვისაუბრეთ. აქეთ ველოდი, 9 მაისს უნდა გვენახა ერთმანეთი.

ყველაზე მეტად ის უხაროდა, ტაძრის მშენებლობაში რომ მონაწილეობდა. მისი გარდაცვალება ჩემს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. არ ვიცი, რით დავიმსახურე, რომ ასეთ კარგ ადამიანს ვუყვარდი. თორნიკეს ვერასოდეს დავივიწყებ. ჩემი სიყვარული მას თან გაჰყვა და მისი სახით ზეცაში ჩემი მლოცველი იქნება, მე აქედან ვილოცებ მისთვის“, - ამბობს კესო დარსალია.

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში ეკლესიის გუმბათის ჩამონგრევას ორი ახალგაზრდის - 25 წლის მამუკა მიქელაძისა და 22 წლის თორნიკე მახარაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათი ორი მეგობარი კი სიკვდილს სასწაულად გადაურჩა. ისინი დღემდე საავადმყოფოში არიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42