რომელია მაყურებლის ყველაზე საყვარელი რეჟისორი? ვის მიერ დადგმულ სპექტაკლებზე დადის ყველაზე ხშირად თბილისელი მაყურებელი? რომელია მაყურებლისთვის გამორჩეული მსახიობები? რომელ თეატრებში ყიდულობს მაყურებელი ყველაზე მეტ ბილეთს? ამ კითხვებზე პასუხებს თბილისში სხვადასხვა თეატრში გამოკითხული 2200 მაყურებელი სცემს. შედეგებს მკითხველი უახლოეს ხანში იხილავს წიგნში „თბილისის თეატრები გარდამავალი ეკონომიკის პირობებში“
ამ წიგნიდან, ასევე ბევრ საინტერესო დეტალს შეიტყობთ მოქმედი ოცდაშვიდი თეატრის შესახებ, კრებულში თეატრების არქიტექტურაზეც არის მოთხრობილი.
„ეს არ არის უბით სატარებელი წიგნი, ეს ნამდვილი სამაგიდო წიგნია, რომელიც მაგიდაზე იმას უნდა ედოს, ვინც თბილისის თეატრების დღევანდელი ცხოვრებით არის დაინტერესებული“,- ამბობს თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი.
წიგნის პრეზენტაცია 27 მაისს , 2 საათზე, წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ გაიმართება (ჭავჭავაძის 32) კრებული თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ არის დაფინანსებული.
მასალის გამოყენების პირობები






