„პროფესიონალ ვოკალს ვცვლი პროფესიონალ ვოკალზე“. ამ სიტყვებით დატოვა კონკურსში სტეფანემ 19 წლის სოფო სააკაშვილი. სოფოს სკამს მანანიკო ცენტერაძის კონკურსში ყოფნა „შეეწირა“ „თუ კი ვინმე მომღერალი ქართული გვარით მომისმენია სოფო არის უპირველესი და მას კონკურენტი არ ჰყავს“ - ასე შეაფასა სტეფანემ თავისი კონკურსანტი და სოფოსთან დაკავშირებით ერთი ისტორია გაიხსენა.
სტეფანე მღებრიშვილი: ეს არის ისტორია, რომელიც არავინ იცის. როცა სოფი იყო პატარა მე შემთხვევით მოვხვდი რესტორანში, სადაც ის მღეროდა, ეს ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევა იყო, როცა იქედან წამოსულს მანქანაში ცრემლები მომდიოდა. ასეთი ბავშვისთვის არასოდეს მომესმინა. მე ველოდებოდი შვილს, ვიცოდი რომ გოგო მეყოლებოდა და ვფიქრობდი - თუ ჩემი შვილი იმღერებს, ისე უნდა იმღეროს, როგორც სოფო მღერის... სოფო, შენ ხარ ბრილიანტი და რა თქმა უნდა შენ რჩები“.
სოფი სააკაშვილი: „მუსიკა ჩემი ცხოვრების ნაწილია, რაც დედაჩემის დამსახურებაა, ყოველთვის მინდოდა სცენაზე ვყოფილიყავი და იქს ფატორის მეშვეობით ეს ოცნება.“ ავისრულე... ახლა უფრო რთული გზაა გასავლელი, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ რომ დიდ სცენაზე დავდგე“.
მასალის გამოყენების პირობები






