არასამთავრობოები დარახველიძის ჰომოფობიური შეფასებების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ
საზოგადოება - 17:53, 12 May, 2014     1204
არასამთავრობო ორგანიზაციები ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ დავით დარახველიძის ჰომოფობიური შეფასებების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

მინისტრმა შეფასებები გაზეთ „ვერსიასთან“ 9 მაისს მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

არასამთავრობოები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცველეად გთავაზობთ:

„ჩვენ შეშფოთებას იწვევს მინისტრის მიერ ლგბტ პირების "ავადმყოფებად" და "სექსუალური გადახრის" მქონე ადამიანებად მოხსენიება აღვივებს სიძულვილს ლგბტ თემის მიმართ და არ შეესაბამება განსხვავებული სექსუალური იდენტობის მქონე პირების მიმართ მედიცინასა და სამართალში საყოველთაოდ აღარებულ მიდგომებს, რაც ყველა ადამიანის უმაღლეს ფასეულებად აღიარებისა და მისი უფლებების დაცვის უნივერსალობის პრინციპს ეფუძნება. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან მსგავსი რიტორიკის გამოყენება დაუშვებელია, რადგან ასეთი გზავნილები ხელს უწყობს განსხვავებული გენდერული იდენტობის ადამიანიების მიმართ საზოგადოებაში შეუწყნარებლობის ატმოსფეროს გაძლიერებასა და ლეგიტიმაციას, რისი ძალდობრივი და მასშტაბური გამოვლინებაც 2013 წლის 17 მაისს განვითარებული მოვლენები იყო. სამოქალაქო საზოგადოების მიერ ლგბტ პირთა უფლებების დაცვის პროცესის დაკნინება კი მინისტრის მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობის არასწორ გააზრებასა და ლგბტ პირთა მძიმე უფლებრივი მდგომარეობის არცოდნას აჩვენებს. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დავით დარახველიძემ თავის საჯარო გამოსვლებში ადამიანთა სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციას მიმართა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს მის მიერ გაკეთებული რასისტული განცხადებების გამო სამოქალაქო სექტორმა მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გადაეხედა გადაწყვეტილებისთვის დავით დარახველიძის ლტოლვილთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენასთან დაკავშირებით. მივმართავთ საქართველოს ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს ადეკვატური რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ განცხადებაზე, რაც წინააღმდეგობაშია ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონცეფციასთან. ამ მიმართებით ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ შეიმუშავოს გრძელვადიანი ხედვა და განახორციელოს სათანადო ღონისძიებები მისი წევრების მიერ სიძულვილით მოტივირებული განცხადებების პრევენციის მიზნით“, - ნათქვამია განაცხადებაში.

მინისტრი ინტერვიუში ამბობს, რომ ჰომოსექსუალები ავადმყოფები არიან და თანაგრძნობას იმსახურებენ.

"ჰომოსექსუალი ადამიანები არიან ავადმყოფები და თანაგრძნობას იმსახურებენ, თუმცა ეს ადამიანები აქციებს ატარებენ და ამ აქციებით პურს მათი მხარდამჭერები ჭამენ, რომლებიც სრულიად ნორმალური ორიენტაციის მქონენი არიან. ჩვენ რა საქმესაც ვაკეთებთ, იმის რეკლამასა და საზოგადოების სრულად ინფორმირებასაც ვერ ვახერხებთ და იმ კაცმა, რომელსაც რაღაც სექსუალური გადახრა აქვს, ამას რეკლამა რატომ უნდა გაუკეთოს?!“, - ამბობს დარახველიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42