ია ანთაძე: „ბიბლიოთეკების გრანდიოზული მიჯირყვნის მოწმე ვარ“
საზოგადოება - 16:15, 12 May, 2014     2220

ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე ეროვნული ბიბლიოთეკის მმართველი გიორგი კეკელიძე წერს.

როგორც ირკვევა დაიწყო პროექტის, „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ განხორციელება. საპილოტე პროექტი 4 საჯარო ბიბლიოთეკაში – კერძოდ, ნუკრიანში, ხიდისთავში, ზუგდიდსა და ხულოში განხორციელდება.

გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის მმართველი: „პროექტის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საზოგადოებრივი ცენტრების შექმნა საქართველოში, არსებული რეგიონული და სოფლის ბიბლიოთეკების ბაზაზე. ვფიქრობ, ეს რაიონული თუ სოფლის ბიბლიოთეკების გადარჩენის ერთადერთი სწორი გზაა“.

გიორგი კეკელიძის მიერ, სოციალურ ქსელში განთავსებულ განცხადებას მედია ექსპერტი ია ანთაძე გამოეხმაურა:

ია ანთაძე: „ქალაქების და სოფლების ბიბლიოთეკების გრანდიოზული მიჯირყვნის მოწმე ვარ პირადად და ახლა ეს უკუ პროცესი უზომოდ მახარებს. შარშან ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან ვთანამშრომლობდი და უფროსკლასელებმა გადაწყვიტეს, სოფლების ბიბლიოთეკებისთვის შეეგროვებინათ წიგნები. მართლა უამრავი წიგნი შეგროვდა. ჩავიტანეთ ეს წიგნები ჩარგლის დაწყებით სკოლაში და ნუკრიანის მეორე საჯარო სკოლაში. მაშინ დავრწმუნდი, ბავშვებს ჯერ კიდევ ახსოვთ წიგნის მნიშვნელობა. ამიტომ არის ძალიან კარგი, თუკი რეგიონებში ბიბლიოთეკებს ცოდნის ცენტრებად გადავაქცევთ“.

პროექტი - ეროვნული ბიბლიოთეკის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX), საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის თანამშრომლობით ხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42