შს მინისტრმა ანტინარკოტიკული კამპანიის კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტები დააჯილდოვა
საზოგადოება - 13:54, 12 May, 2014     1235

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტები დააჯილდოვა.

მინისტრმა კონკურსში გამარჯვებულებს მადლობის სიგელები და „iPad Air” გადასცა.

გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ: საუკეთესო ტელესიუჟეტი; ტელეგადაცემა; რადიოსიუჟეტი; რადიოგადაცემა; სტატიის ავტორი.

საუკეთესო სტატიის ავტორად „გურიანიუსის“ ჟურნალისტი თამუნა ლეფსვერიძე დასახელდა, რომელმაც კონკურსისთვის ნამუშევარი „არა ბიო-ლოგიური სიკვდილი გამოწერით“ წარმოადგინა. საუკეთესო რადიოსიუჟეტის ავტორი რადიო „პალიტრის“ ჟურნალისტი ლელა ბაღდავაძე გახდა. საუკეთესო ტელეგადაცემისთვის, რომელიც ე.წ. ბიონარკოტიკების თემაზე მომზადდა, პრიზი ტელეკომპანია „იმედის“ „დღის შოუ“-ს წამყვანებს ნანიკო ხაზარაძეს და სოფო ნარჩემაშვილს გადაეცა.

საუკეთესო ტელესიუჟეტის ავტორად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი დასახელდა.

სპეციალური მადლობის სიგელი გადაეცათ ივანე ჯავახიშვილოის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებს მომზადებული სარეკლამო რგოლისთვის.

მინისტრმა მადლობის სიგელები ანტინარკოტიკულ კამპანიაში აქტიური მონაწილეობისთვის და მხარდაჭერისთვის ასევე კონკურსის ყველა მონაწილეს გადასცა.

კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევრები შეაფასა და გამარჯვებულები გამოავლინა სპეციალურმა ჟიურიმ, რომლის წევრები არიან: მწერალი რატი ამაღლობელი, ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე, ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი სოფო კილაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ჟურნალისტებისთვის კონკურსი საუკეთესო ნამუშევარზე - „არა ბიონარკოტიკს“ 31 მარტს გამოაცხადა. კამპანიის მიზანია ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირება. კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42