"ჟურნალისტი იძულებული არ არის წყარო დაასახელოს"
საზოგადოება - 12:57, 12 May, 2014     1408

საია-ს თავჯდომარის კახა კოჟორიძის თქმით, ჟურნალისტი იძულებული არ არის წყარო დაასახელოს. კოჟორიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე მიმდინარე გამოძიებაზე და შესაბამის კანონმდებლობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სამართლებრივი პროცედურების დროს, თუ პროკურატურა, "რუსთავი 2"-ს სავალდებულოდ მოსთხოვს წყაროს დასახელებას - ეს არ იქნება სწორი, რადგან წყაროს არგამხელისგან ჟურნალისტს იცავს როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ასევე საერთაშორისო კონვენციები და საერთაშორისო სტანდარტები.

კოჟორიძის შეფასებით, სწორია, როდესაც გუშინ დაკითხვაზე მყოფ ნიკა გვარამიას წყაროს თაობაზე კითხვები არ დაუსვეს, თუმცა მისივე მოსაზრებით, კითხვის დასმაში პრობლემა არ არის.

"კითხვა შეიძლება დაისვას. თავისთავად, კითხვის დასმაში არც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან პრობლემა არ არის. წყაროს შესახებ ინფორმაციას გააჟღერებს თუ არა, ეს არის ჟურნალისტის, ამ შემთხვევაში, გვარამიას ან სხვა ჟურნალისტების გადასაწყვეტი. მაგრამ ვერ დაავალდებულებ კანონის თანახმად. თუ ის არ დაასახელებს წყაროს, მას არ შეიძლება დააკისრო პასუხისმგებლობა წყაროს არდასახელებისთვის", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ეკა კვესიტაძის გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ მაღალჩინოსნების ფარული სატელეფონო საუბრების ჩანაწერები გაასაჯაროვა. გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებში, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, შალვა ობგაიძე და ბიზნესმენები ფიგურირებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42