საქართველოში ღვთისმშობლის თაყვანისცემის კვირეული აღინიშნება
საზოგადოება - 09:17, 13 May, 2014     1520
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით, 12-19 მაისს საქართველოში ღვთისმშობლის თაყვანისცემის კვირეული აღინიშნება.

13 მაისს, 12:00 საათზე, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში" საზეიმოდ გაიხსნება მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმი. მასში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მსოფლიოს 14 ქვეყნიდან ეწვევიან ღვთისმსახურნი და მეცნიერები. კვირის განმავლობაში სტუმრები ღვთისმშობელთან დაკავშირებულ წმინდა ადგილებსა და სიწმინდეებს მოილოცავენ.

სიმპოზიუმის ორგანიზატორია საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.

წლევანდელი მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმის მთავრი თემაა ,,ღვთისმშობლის თაყვანისცემის ტრადიცია მართლმადიდებელ ეკლესიაში" (ისტორია, კულტურა, ღვთისმეტყველება).

"მიუხედავად იმისა, რომ სიმპოზიუმი მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციით შემოიფარგლა, მასში მონაწილეობის სურვილი, გარდა მართლმადიდებლებისა, გამოთქვეს კათოლიკე და პროტესტანტმა მეცნიერებმა და ასევე მეცნიერებმა ისრაელიდან. ისინი საქართველოს 12 მაისს ეწვევიან", - აცხადებენ ღონისძიების ორგანზიატორები.

მათივე ინფორმაციით, სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებენ: მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, ავიდოსის ეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი კირილე კატერელოსი, სტეფან შუმახერი (აშშ), ჯონ ზელიგმანი (ისრაელი), დეკანოზი დიმიტრი კალაჩევი (გერმანია), ბერი პატაპიოს კავსოკალიველი (საბერძნეთი, წმ. ათონის მთა), ალესანდრო მარია ბრუნი (იტალია) და სხვა.

შეხვედრები ძირითადად სამი მიმართულებით წარიმართება: ღვთისმეტყველება, ისტორია, კულტურა და ოთხ ენაზე იქნება თარგმნილი.

ამასთან, ამერიკიდან ჩამობრძანებულ ივერიის ღვთიმსშობლის მირონმდინარე ხატს 13 მაისს ააბრძანებენ მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში. 13 მაისს, დილის 9:00 საათზე ტაძარში წირვა პირველად აღევლინება. 11:00 საათზე კი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ღვთისმშობლის პარაკლისს გადაიხდის. მახათას მთაზე მისულ ყოველ ადამიანს მიეცემა სასწაულთმოქმედ, მირონმდინარე ივერიის ღვთისმშობლის ხატთან მიახლების შესაძლებლობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42