ცოტნე გამსახურდია კონჩიტაზე - „არ გრცხვენიათ, ამდენი დაცინვა?!“
საზოგადოება - 18:39, 11 May, 2014     5823

ცოტნე გამსახურდია ფეისბუქის საშუალებით, ევროვიზიის გამარჯვებულის – კონჩიტა ვურსტის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება. გამსახურდიასთვის მიუღებელია საზოგადოების ნაწილის მიერ ევროვიზიის გამარჯვებულის განსახვავებული იმიჯის გამო გამოხატული ნეგატიური რეაქცია.

ცოტნე გამსახურდია: „არ ვუყურებ ევროვიზიულ პაპსას და არც ტელევიზორს. ასე იყო ახლაც. უბრალოდ, ნეტში ვნახე ეს კონჩიტაც და ინფორმაციაც და კომენტარებიც… არ შემიძლია, არ დავწერო… მართლა არ გრცხვენიათ? ამდენი დაცინვა და ზიზღი, კიდევ კარგი “წილხვედრში” არ ცხოვრობს უბედური, თორემ მეეზოვედაც ვინ გააჩერებდა! რა ქნას იმ ადამიანმა, რადგან განსხვავებული და ვიღაცის მოსაწონი არ არის, გარეთ არ გამოვიდეს? თავი მოიკლას?
პირადად ჩემი აზრით, ანომალია მის გენებში გაცილებით ნაკლები უბედურებაა მავანის გონების ანომალიაზედ! და კიდევ: ჩემი აზრით, ამ ადამიანის მცდელობა და მიზანდასახულობა უფრო ძვირფასია, ვიდრე ზოგი წვერულვაშიანი ვაჟკაცის საქციელი… როდესაც მეინსტრიმიდან ამოვარდნის შიშით ადამიანურ პრინციპებზე ამბობენ უარს“,- წერს ცოტნე გამსახურდია ფეისბუქის პირად გვერდზე.შგახსენებთ, რომ ევროვიზია–2014–ის გამარჯვებული ავსტრიელი კონკურსანტი კონჩიტა ვურსტი გახდა. კონკურსანტმა 290 ქულა აიღო. აქედან – 10 ქულა საქართველოდან. მეორე ადგილზე ჰოლანდიური ჯგუფი “ქომონ ლაინითსი”გავიდა. მესამე ადგილი კი შვედმა მომღერალმა სან ნილსენმა დაიკავა. “ევროვიზია 2015″ გამარჯვებულ ქვეყანაში ჩატარდება. უკვე ცნობილია, რომ მას ვენა უმასპინძლებს.

წყარო:kvira.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42