ე.წ. საკონტროლო შესყიდვების გააქტიურების თაობაზე შემოსავლების სამსახურის მიერ გასულ კვირას გავრცელებულ ინფორმაციას მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამ ინფორმაციამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მათივე თქმით, ასოციაცია აგრძელებს მუშაობას ფინანსთა სამინისტროსთან, რათა ჯარიმები და სანქციები შემსუბუქდეს და სახელმწიფოს მხრიდანაც არის მზაობა, რათა ბიზნესს მუშაობა გაუმარტივდეს და ამავე დროს, ჯარიმები დარღვევის ადეკვატური იყოს.
~ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, ასოციაცია მზადაა კონსულტაცია გაუწიოს თითოეულ მეწარმეს და მიაწოდოს ინფორმაცია საკანონმდებლო მოთხოვნების თაობაზე. კანონის უზენაესობის პრინციპიდან გამომდინარე, ასოციაცია ასევე მოუწოდებს მეწარმეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები, ყოველთვის გამოიყენონ სალარო აპარატი, რაც მათ დაჯარიმების საფრთხეს აარიდებს~, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






