გარდაცვლილი მამუკა მიქაუტაძის დედის გუგული უგულავას განცხადებით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისი შვილის საქმე პირად კონტროლზე პირადი ინტერესების გამო აიყვანა. აღნიშნულის შესახებ გარდაცვლილის დედამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მაშინდელი შს მინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ ამ საქმეს პირადი კონტროლის ქვეშ აიყვანდა და გამოიძიებდა, რადგანაც ეს შს სამინისტროს მუნდირის ღირსების საქმე იყო. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ პირადი ინტერესებისათვის გაკეთებული განცხადება აღმოჩნდა, ის პრემიერობისთვის ემზადებოდა და შესაბამისად, სახელის შელახვა არ აწყობდა. იმ სამმართველოში, სადაც მამუკა დაიკითხა, უფროსი ალექსანდრე ჭიკაიძე იყო, ასეთი დანაშუალის შემდეგ მისმა ხელქვეითებმა აღუკვეთეს მამუკას თავისუფლება და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე წაიყვანეს სამსახურიდან მოწმის სტატუსით. პატივცემული ჭიკაიძე კი დააწინაურეს და ის დღეს მინისტრია“, – განაცხადა გუგული უგულავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, მამუკა მიქაუტაძემ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც პირის თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






