დღევანდელ “პოზიციას” “კურიერის” და თოქ-შოუ “არჩევანის” წამყვანი გიორგი გაბუნია გაუძღვება.
“იმის გამო, რომ დღის მთავარი თემა გახდა “რუსთავი 2”-ის საქმე და პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ვერსიით, ფარული ჩანაწერების გადაღება მოხდა თავად ტელეკომპანიის თანამშრომლების მონაწილეობით და ამ კადრებში მეც ვფიგურირებ, ეს ნიშნავს, რომ ტელევიზიის თანამშრომლები და მათ შორის, პირადად მე ვმონაწილეობდი საკუთარ ოთახში ფარული კამერების დამონტაჟების პროცესში, არ ვაპირებ, რომ ამ თემაზე დებატებში შევიდე ჩემს პატივცემულ სტუმრებთან. დღეს იქნება უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლების დებატები და პოლიტიკურ შეფასებებს მოისმენთ “პოზიციაში”, ამიტომ მე არ ვაპირებ მათთან დებატებში შესვლას, რადგან მე დღეს რეალურად გავაკეთე კიდეც განმარტება – 2012 წლის დეკემბერში სპეციალისტების შემოსვლას ტელეკომპანიაში ნამდვილად ვესწრებოდი, რომლებიც მაშინ არხის დამფუძნებლებმა გენერალური დირექტორის კაბინეტის შესამოწმებლად და ფარული ვიდეოკამერების აღმოსაჩენად მოიყვანა. შესაბამისად, გამიჭირდება, რომ დღევანდელ გადაცემაში ამ თემაზე საუბრისას სტუდიაში ვიყო მიუკერძოებელი”, - განაცხადა ნინო შუბლაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






