ნიკა გვარამია - საგამოძიებო ორგანოები ღარიბაშვილის ლოგიკას მიჰყვებიან
საზოგადოება - 19:30, 09 May, 2014     1902
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა და თანამშრომლებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს. ნიკა გვარამიამ მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა:
„მსურს მწუხარება გამოვთქვა იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება ადასტურებს საკუთარი განცხადებებით, რომ თავად საქართველოს ხელისუფლება არის ამ ფარული ჩანაწერების ავტორი და დაასახელეს იმ პირების ვინაობა, ვინც ამ საქმეს ეწეოდა. პირველი იყო დაცვის ხელმძღვანელი „რუსთავი 2“-ში და მეორე, დამლაგებლების სმენების უფროსი, რომლებიც მუდამ აკონტროლებდნენ ჩვენს ოთახებს ასეთი კვეთა არსებობდა აქ და ეს ყველაფერი გამოყენებული იქნა ჩვენს წინააღმდეგ.
მთელი ეს ხაზი მიდის ბატონ ბუნტურიძემდე, რომელიც იყო აქ დაცვის უფროსი, რომელიც დღეს არის სასჯელაღსრულების სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე, ის 2012 წელს წავიდა ტელევიზიიდან და გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს საპატრიარქოში მუშაობდა, ბატონი კოვზიაშვილი და მკერლიშვილი არიან მის მიერ პირადად მოყვანილი პირები და დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ დაცვას, კოვზიაშვილის მიერ მიცემული ჩვენება არის აბსოლუტური ტყუილი, მე ამ ადამიანს არც ვიცნობდი კარგად, მე რომ ასეთი უკანონო დავალება მიმეცა, მას ეს დავალება არც უნდა შეესრულებინა.
სინამდვილეში მოხდა მარტივი რამ, ბატონმა კოვზიაშვილმა გადაიღო ჩვენს შენობაში შემოწმება იდგა თუ არა ფარული მიყურადების აპარატურა, საუბარია შემოწმება, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ სამუშაო საათებში, ჩემი მდივნის თანდასწრებით.
მე ვსვამ კითხვას, თუ გვსურდა ჩვენსავე ოთახებში კამერების დაყენება, ამას ვაკეთებდით ყველას დასანახად და ჩვენსავე წინააღმდეგ კადრებს ვიღებდით. როგორც კი ეს ფაქტი გაირკვა, მაშინვე დაგვაბრალა ღარიბაშვილმა, რომ ჩვენ ამ კადრებით იმპროვიზაციას ვაპირებთ. საგამოძიებო ორგანოები ამ ლოგიკას მიჰყვებიან. რაც შეეხება კამერებს, ბატონმა კოვზიაშვილმა გაიკეთა ალიბი, გადაიღო ეს მასალა რომელიც თითქოს-და კამერების დამონტაჟებას ეხებოდა. ამის შემდეგ მას შეეძლო ეკეთებინა ის, რაც სურდა და მიეღო დავალებები ბატონი ბუნტურიძისგან, ბატონი ბუნტურიძე ვისგან იღებდა დავალებებს ეს ნათელია და საიდან დააგროვა ის ქონება რაც ახლა აქვს უკანასკნელ პერიოდში.“, - განაცხადა გვარამიამ.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფარული მოწყობილობების შესახებ ნიკა გვარამიას თავის დროზე უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თეიმურაზ კოვზიაშვილმა აცნობა, თუმცა გვარამიამ განუცხადა რომ „არ ენერვიულა ამ ფაქტზე და ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინა მუშაობა“.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42