"რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობა 19:00 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს
საზოგადოება - 18:25, 09 May, 2014     1426

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობა 19:00 საათზე, მთავარ პროკურატურაში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

ამის შესახებ ინფორმაცია "კურიერის" 18:00 საათიან გამოშვებაში გავრცელდა. გავრცელებული ცნობით, მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგამდე არხის ხელმძღვანელი პირები – ნიკა გვარამია, მისი ორი მოადგილე – ნინო შუბლაძე და დუდუ კურდღელია, ასევე წამყვანი ზაალ უდუმაშვილი და კიდევ ერთი თანამშრომელი დაკითხვაზე იმყოფებოდნენ.

მათი განცხადებით, დაკითხვაზე არც ერთი შეკითხვა არ დასმულა გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით და გამოძიებას ძირითადად "რუსთავი 2"-ში უსაფრთხოების სამსახურის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხი აინტერესებდა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფარული მოწყობილობების შესახებ ნიკა გვარამიას თავის დროზე უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თეიმურაზ კოვზიაშვილმა აცნობა, თუმცა გვარამიამ განუცხადა რომ „არ ენერვიულა ამ ფაქტზე და ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინა მუშაობა“.

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტებში მოსასმენი მოწყობილობები აღმოაჩინეს. ჩანაწერები სავარაუდოდ გასული წლის ივნისშია გაკეთებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42