ნოდიკო ტატიშვილი: „გული დამწყდა! გულით ვგულშემატკივრობდი! ვინც იქ არის ნამყოფი, ყველამ იცის რას ნიშნავს ევროვიზია. ევროვიზიის განცდები და ემოციები, მოლოდინები და ღელვა! და უცბად, ვაწყდები რაღაც გაუგებარ სიტუაციებს! რა კარგად გამოგვდის ქართველებს სხვისი შეფასება და განკითხვა! საკუთარი თავები შევაფასოთ მეგობრებო და მერე მარიკო და შინი, რომლებიც ვერ მოხვდნენ ფინალში, არადა ამ დროს მეგონა, რომ გულწრფელი თანადგომის სტატუსებს ამოვიკითხავდი! კაცმა არ იცის, ვინ სად ვერ გავა და ვერ მოხვდება ცხოვრებაში. ამიტომ ჩემი თხოვნაა, რომ თავი შეიკავოთ ასეთი არასაკადრისი სტატუსებისგან და მაინც, წარმატებებს გისურვებთ. გისურვებთ არასდროს არ გამოცადოს ის იმედგაცრუება, რაც ჩვენებმა განიცადეს ევროვიზიაზე! მარიკო და შინი, თქვენი მისია შესრულებულია, თქვენ ღირსეულად წარადგინეთ ჩვენი ქვეყანა ევროვიზიაზე! ამაყი ვარ!"
მასალის გამოყენების პირობები






