მცხეთა-დიდგორის სატყეო უბანზე ავიაციის დახმარებით ტყის შეწამვლა დაიწყო
საზოგადოება - 15:58, 09 May, 2014     1479

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მცხეთა-დიდგორის სატყეო უბანზე (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), ავიაციის დახმარებით ტყის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები დაიწყო. ფრენა ნატახტრის აეროდრომიდან რამდენიმე სააათის განმავლობაში ხორციელდებოდა და წამლის გაფრქვევა აღნიშნულ ტერიტორიაზე ულტრა-მცირე მოცულობის ჭავლით მიმდინარეობდა. შეწამვლას ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

შესაწამლი პრეპარატი-ლეპიდოციდი-CKM წარმოადგენს ბიოლოგიურ ინსექტიციდს, რომელიც განსაკუთრებული სიფრთხილით შეირჩა, რადგან შეწამვლა დასახლებულ პუნქტებსა და სასოფლო სამეურნეო სავარგულებთან ახლოს ხდება. პრეპარატი - ტყის სახეობებთან ერთად სასოფლო-სამეურნეო კულტურების (ხეხილი, ვაზი, ბოსტნეული, დეკორატიული მცენარეები და სხვ) დასამუშავებლადაც გამოიყენება და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კლასიფიკაციით მიეკუთვნება საშიშროების ყველაზე დაბალ კლასს, მითითებული ნორმით და წესით გამოყენების შემთხვევაში არ არის ტოქსიკური ადამიანების, თბილსისხლიანი ცხოველებისა და ფრინველებისათვის, თევზების, ფუტკრებისა და სასარგებლო მწერებისათვის (შეწამვლის პროცესში რეკომენდებულია ფუტკრის ფრენის შეზღუდვა).

პრეპარატის ავიაშესხურების პროცესი მცხეთა-დიდგორისა და წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბნებზე (2000 ჰა) კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში, დილით, მზის ამოსვლამდე და საღამოს საათებში განხორციელდება. მეტეოროლოგიური პირობების შეცვლის შემთხვევაში შეწამვლითი სამუშაოები შესაძლებელია გახანგრძლივდეს.

ფოთლის მღრღნელი მავნებლების: ცქვლეფია მზომელა, მოზამთრე მზომელა, ოქროკუდა, ფოთლის ხერხია, მწვანე მატლები და სხვა მავნე მწერების მასობრივი გავრცელება 2013 წლის მაისში თბილისის შემოგარენში (წყნეთი, ახალდაბა, ბირთვისი, ბეთანია, კოჯორი, თეთრიწყაროს საზღვარი, ბირთვისი, მცხეთა-დიდგორი) ფოთლოვან სახეობებზე (მუხნარ-რცხილნარი, კუნელი და სხვა) გამოვლინდა. აღნიშნულ ტერიტორიებზე ჩატარდა რეკოგნოსცირებული გამოკვლევა და დაზუსტდა მავნებლის გავრცელებისა და მაღალი რისკის მქონე ფართობები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42