რა კავშირი აქვს საყდრისთან ზაქარია ქუცნაშვილის მამას?
საზოგადოება - 14:09, 09 May, 2014     5203

საყდრისი-ყაჩაღიანის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს დასასრული არ აქვს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საყდრისთან საკუთარი ინტერესები აქვს დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მამას. ამბობენ, გეოლოგი ომარ ქუცნაშვილი კათოლიკოს პატრიარქთან მივიდა და უთხრა, „ხომ იცით იქ არაფერი არ არის, ხომ იცით, მე წესიერი კაცი ვარ, ციხეშიც ვიჯექი და არ მოგატყუებო“.

„ნიუპოსტთან“ საუბარში მარინა მიზანდარი ამბობს, რომ ომარ ქუცნაშვილის კუთვნილი კომპანია RMG gold-ის კონტრაქტორია და მის საყდრისთან ინტერესებსაც ამ ფაქტს უკავშირებს.

მისი თქმით, ომარ ქუცნაშვილის ინტერესებს გარკვეულწილად ითვალისწინებდა კულტურის მინისტრიც. როგორც მიზანდარი ამბობს, სწორედ ამიტომ, ომარ ქუცნაშვილი შეიყვანეს 11 კაციან კომისიაში, რომელსაც საყდრისი-ყაჩაღიანის კულტურულ სტატუსზე უნდა ემსჯელა.

„ომარ ქუცნაშვილის კომპანია RMG-ის კონტრაქტორია. მის ინტერესებში შედის, რომ ჩვენი მოთხოვნილება არ დაკმაყოფილდეს. ეს კაცი გახლდათ იმ 11 კაციანი ძალიან საეჭვო კომისიის წევრი, რომელიც კულტურის და ძეგლთა მინისტრმა შექმნა მაისის თვეში. ეს იყო კომისია, რომელაც უნდა შეესწავლა საყდრისისთვის კულტურული მემკვიდრეობის მინიჭების საკითხი. ეს იყო უცნაური მოთხოვნით შექმნილი კომისია, რომელიც მინისტრმა შეაკოწიწა სრულიად გაურკვეველი კრიტერიუმების საფუძველზე. გაურკვეველია რატომ მოხვდა იქ ომარ ქუცნაშვილი. ალბათ იმიტომ, რომ RMG-ის კონტრაქტორია. ის ამბობდა, რომ საყდრისში არანაირი ფასეული არ არისო. თან ამბობდა, რომ იქ ოქრო არ არის და სპილენძიაო. ეს კომისიაც, რომელზეც გესაუბრეთ, კულტურის მინისტრმა ვიღაცის ბრძანებით შექმნა. სავარაუდოდ პრემიერის ან რომელიმე უწყების“, - განუცხადა მარინა მიზანდარმა „ნიუპოსტს“.

„ნიუპოსტი“ კომენტარისთვის დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილსაც დაუკავშირდა.

„მამა არის მაღალი კლასის გეოლოგი და შესაბამისად, აღიარებული საერთაშორისო დონის ექსპერტია. მას პროფესიული ინტერესის გარდა სხვა ინტერესი არ შეიძლება ჰქონდეს. მას შემდეგ, რაც მამა დაიჭირეს და ციხეში იჯდა, კომპანია შპს „ჯეო ინჟმშენს“ მართვას ახორციელებს სხვა პიროვნება. გავრცელებული ინფორმაციები, რაც თქვენ მითხარით, რომ მამაჩემს გარკვეული ინტერესები აქვს, არასწორია“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშილმა.

საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრების ინფორმაციით, დღეს რუსთაველზე საყდრისის გადარჩენის აქცია გაიმართება.

„მოვითხოვთ შეწყდეს კულტურული მემკვიდრეობის ბარბაროსული განადგურება და მიეცეს უცხოელ ავტორიტეტულ მეცნიერთა ჯგუფს კომპლექსის სრულად და გამჭვირვალედ შესწავლის საშუალება. მობრძანდით, დაგვიდექით მხარში საყდრისის გადასარჩენად!" - ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც კომიტეტის წევრებმა აქცია დაანონსეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42