„როგორ დავარეგისტრიროთ იჯარის უფლება“ - საკონსულტაციო ბარათები საჯარო რეესტრისგან
საზოგადოება - 18:04, 08 May, 2014     6260

საჯარო რეესტრი აგრძელებს „საკონსულტაციო ბარათების“ გამოქვეყნებას, რომელიც მოქალაქეებს დაეხმარება მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღონ უძრავი ქონების და ბიზნესის რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაცია.

იხ. საკონსულტაციო ბარათი როგორ დავარეგისტრიროთ იჯარის უფლება

რა არის იჯარა

იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე ვალდებულია გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლის მიღების შესაძლებლობა. მოიჯარე ვალდებულია გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა, რომელიც შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით.

იჯარის ერთ–ერთი სახეა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა, როდესაც მიწის ნაკვეთი სასოფლო–სამეურნეო მიზნით გადაეცემა მოიჯარეს საცხოვრებელ ან სამეურნეო ნაგებობებთან (საწარმოსთან) ერთად ან მის გარეშე.

სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებააუცილებელია დაიდოს წერილობითი ფორმით.

მეიჯარის თანხმობის გარეშე, მოიჯარეს არ აქვს უფლება მესამე პირს, ქვეიჯარის უფლებით გადასცეს ქონება.

თუ არ არის განსაზღვრული იჯარის ვადა, მაშინ ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ საიჯარო წლის ბოლოსათვის (არა უგვიანეს ერთი თვისა).

იჯარის რეგისტრაცია

საჯარო რეესტრში, იჯარის უფლების წარმოშობის რეგისტრაცია სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იჯარის ხელშეკრულების ერთ–ერთი მხარე არის სახელმწიფო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, სოლიდარული პასუხიმგებლობის საზოგადოება, კოოპერატივი და არასამეწარმეო იურიდიული პირი) და ხელშეკრულება დადებულია ერთ წელზე მეტი ვადით (მათ შორის, თუ დადებულია მცირე ვადიანი ხელშეკრულებები და მათი საერთო ვადა აღემატება 1 წელს).

სხვა შემთხვევაში, იჯარის უფლების წარმოშობისთვის სავალდებულო არ არის ამ უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია (მაგ: ფიზიკურ პირებს შორის დადებული ხელშეკრულება, 1 წელზე ნაკლები ვადით დადებული ხელშეკრულება).

იჯარის უფლების რეგისტრაცია ხორციელდება მეიჯარის ან მოიჯარის მიერ ხელშეკრულების საჯარო რეესტრში წარდგენის საფუძველზე.

იჯარის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც სანოტარო წესით, ასევე მარტივი წერილობითი ფორმით (როდესაც მხარეთა ხელმოწერა მოწმდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ან იუსტიციის სახლის თანამშრომლების მიერ).

იჯარის უფლების წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაციისათვის, დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს, ნოტარიუსს ან სხვაავტორიზებულ პირს.

სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტები:

· განცხადება (აღნიშნული ივსება ელექტრონულად, უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ)

· დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

· სათანადო წესით დამოწმებული იჯარის ხელშეკრულება

· მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი - 50 ლარი (4 სამუშაო დღის ვადაში).

შესაძლებელია ასევე დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაც: განცხადების შეტანის დღეს – 200 ლარი; ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი

შენიშვნა: იჯარის უფლების შეწყვეტი რეგისტრაცია 4 სამუშაო დღის ვადაში ხორციელდება მომსახურების საფასური გარეშე.

სარეგისტრაციო ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის/რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

დამატებითი ინფორმაცია

· თუ დაინტერესებულ პირს რეგისტრაციის განხორციელება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

· ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია იჯარის უფლების რეგისტრაციისათვის.

· თუ იჯარის უფლების მქონე არის სახელმწიფო, თვითმმართველი ერთეული ან საქართველოს ეროვნული ბანკი, მაშინ იჯარის უფლების წარმოშობის, ამ უფლებაში ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაცია ხორციელდება მომსახურების საფასურის გარეშე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42