„პრესას ვთხოვ, ამდენს ნუ გვაწამებს და შერლოკ ჰოლმსებად ნუ გვაქცია“...
საზოგადოება - 10:08, 08 May, 2014     1586
„პრესის ხრიკებს მაინც წამოვეგე“ - წერს ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე და მიხაილოვის საავადმყოფოსა და საპატრიარქოსთან დაკაშირებულ გახმაურებულ თემას უკვე დაზუსტებულ-გადამოწმებული ინფორმაციითა და ახსნა -განმარტებებით უბრუნდება.

"ჩემი მეგობრების იმ ნაწილს გწერთ, ვისაც მსგავსი საკითხები ედარდება: გავრცელდა ინფორმაცია (რომელსაც მეც წამოვეგე, მიუხედავად ზოგიერთი პრესის ხრიკების საკუთარ ოჯახზე და თავზე გამოცდილებისა), რომ მიხაილოვის საავადმყოფოს შენობა გადაეცა საპატრიარქოს საჩუქრად. ამ დეზინფორმაციამ გამოიწვია ორი მიმართულებით უსიამოვნო გრძნობა, ერთი ის, რომ საჩუქრად გადაცემული არასასაჩუქრე შენობები საჩუქრის მიმღების მიმართ აჩენს ბრაზს და დარტყმა გამიზნული იყო საპატრიარქოსკენ, მეორე მხრივ მთავრობის მიმართ. მეც ვთქვი, რომ სამწუხაროამეთქი თუ არც ამ მთავრობას არ ესმის ქალაქის ისტორიის შექმნის მნიშვნელოვნება და ის, რომ ქალაქში არსებული ტრადიციული ადგილები, არქიტექტურული ძეგლები, ინსტიტუტები ანელებს დროის წარმავალობის განცდას და ქმნის ქალაქის მარადიულობის გრძნობას, - ქალაქი არის სახლი, სადაც ბრუნდები და რაღაცეები უცვლელი უნდა დაგხვდეს.

მოკლედ, გავიკითხე ამბავი და სინამდვილე არის ასეთი: საპატრიარქოს გადაეცა მიხაილოვის ტერიტორიაზე მდებარე პატარა, განაპირა შენობა, რომელიც საკურთხეველზეა მიდგმული და ისედაც ამ შენობის დიდ ნაწილს დიდი ხანია იყენებს საპატრიარქო კეთილ საქმეში - ყოველდღე აქ სადილობს 130-მდე მოხუცი ადამიანი. თვითონ საავადმყოფოს შენობა კი საპრივატიზაციოდ არის გამზადებული და უნარჩუნდება ძეგლის სტატუსი. ერთადერთი რაც არ მომწონს, შენობას სასტუმროდ მოიაზრებენ.


ჩემი, როგორც დაბადებიდან და ალბათ დაბადებამდეც ამ ქალაქზე შეყვარებულის აზრია, რომ ეს შენობა ფუნქციურად მხოლოდ საავადმყოფოდ უნდა დარჩეს და ისევ მიხაილოვი უნდა ერქვას. ისევე, როგორც ასათიანზე (იქ შენობა არაფერი, ინსტიტუტი იყო ტრადიცია და თან ქალაქის ცენტრში სულიერი პრობლემების მქონე ადამიანების ყოფნა მნიშვნელოვანი მგონია. მე თვითონ ვაჟა კენჭაძის კოლექციიდან ნაჩუქარი 1935 წელს ასათიანის ხელმოწერილი გაყვითლებული ქაღალდი ჩარჩოში მაქვს ჩასმული და კედელზე მიკიდია) უნდა დარჩენილიყო სიმბოლურად, პატარა კლინიკა მაინც. იმიტომ რომ ეს ქართული ფსიქიატრიის სკოლის ისტორია და ფასეულობაა.

პრესას კი ვთხოვ, ამდენს ნუ გვაწამებს და შერლოკ ჰოლმსებად ნუ გვაქცია სიმართლის დასაზუსტებლად. ქვეყანაში უნდობლობის ვირუსის გავრცელების უდიდესი წილი მედიაზე მოდის. რა მოხდება, რომ ყველამ თავის პროფესიას, ანუ საკუთარ თავს სცეს პატივი, ცხოვრება ბევრად იოლი გახდება მაშინ", - წერს "ფეისბუქზე" ნათია ფანჯიკიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42