სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) შექმნის სამოქმედო გეგმა „ციფრული საქართველოსთვის“
საზოგადოება - 19:10, 07 May, 2014     1447

სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა სემინარი „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) შექმნის სამოქმედო გეგმა ციფრული საქართველოსთვის“.

სემინარს ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე, თავდაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის სამინისტროებისა და დარგობრივი უწყებების წარმომადგენლები.

სემინარზე ქვეყანაში ეროვნული სივრცითი ინფრასტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებული არსებული მდგომარეობა და პროექტის სამოქმედო გეგმა განიხილეს, რომელიც ავსტრიელი ექსპერტების დახმარებით შემუშავდა. ასევე წარმოდგენილი იყო გეოპორტალის სადემონსტრაციო ვერსია, რომლის საშუალებით სახელმწიფო და კერძო სექტორი გეოსივრცით მონაცემებს მიიღებს.

მონაცემების ერთიანი ინფრასტრუქტურის შექმნის მიზანია გარემოსდაცვითი საკითხების მართვის რეგულირება, კატასტროფების თავიდან აცილება, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, ინფრასტრუქტურული პროექტების, საგანგებო სიტუაციების, საკომუნიკაციო და აერონავიგაციის სისტემების მართვა და ეფექტური ფუნქციონირება.

სემინარი ჩატარდა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ევროკავშირის დაძმობილების (twinning) პროექტის − „ელექტრონული მმართველობის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში.

გეოგრაფიული სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება ევროკავშირის მოთხოვნაა, რომელსაც ის წევრ ქვეყნებს უყენებს. დირექტივა ამ სფეროს საკანონმდებლო ბაზისა და ადმინისტრაციული საკითხების შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი, მთავრობის დადგენილებით, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებით დაკომპლექტდა სამთავრობო კომისია, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კი დაევალა ქვეყნისთვის ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის საქმიანობის კოორდინაცია.

საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, რომელმაც ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა დაიწყო, რაც ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42