მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თითქოს შპს "დეველოპმენტში", რომლის მეწილე ნოშრევან ნამორაძეც იყო, გოგა ზაქაიძესა და დავით კოდუასთან ერთად, თანხა ფირმაში მხოლოდ გოგა ზაქაიძეს ჰქონდა შეტანილი.
სუთიძის ინფორმაციით, როდესაც შპს დარეგისტრირდა, მიწა სესხით იყიდა, რომელიც შპს-მ "საქართველოს ბანკიდან" გამოიტანა.
"თანხა ამაში არ ჩაუდია არც გოგა ზაქაიძეს და არც ნოშიკო ნამორაძეს. თანხა გამოტანილი იყო "საქართველოს ბანკიდან" ფირმის სახელზე და უნდა გადაეხადა ყველა მეწილეს", - აღნიშნა სუთიძემ.
სუთიძე, ასევე გამოეხმაურა ბიზნესმენ გოგა ზაქაიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, მან ნოშრევან ნამორაძეს საქორწინო საჩუქრად აგარაკი უყიდა. ნინო სუთიძე აცხადებს, რომ მსგავსი საჩუქარი გოგა ზაქაიძისგან არ მიუღია. რადგან აგარაკი ფირმამ გაცვალა საკუთრებაში არსებულ ფართში და აგარაკი მიიღო, როგორც ნოშრევან ნამორაძემ, ასევე გოგა ზაქაიძემ.
სუთიძე ამბობს, რომ ზაქაიძე, მიუხედავად იმისა, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს და ამის შედეგად იქნა დაკავებული, დღემდე აგრძელებს დავით კოდუასთან მეგობრობას.
"ამ ყველაფერს გამოძიება გასცემს პასუხს. გოგა ზაქაიძე დავით კოდუას თამაშს თამაშობდა და ახლაც აგრძელებს კოდუებთან მეგობრობას. ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს, და კაცს ამაზე პრეტენზია არ აქვს", - განაცხადა ნინო სუთიძემ.
ნამორაძის მეუღლემ ავტომობილის შესახებაც ისაუბრა და გოგა ზაქაიძის განცხადებას გამოეხმაურა, თითქოს ძვირად ღირებული ავტომობილი ნოშრევან ნამორაძის მეუღლეს აჩუქა. თუმცა, რეალურად მფლობელი კვლავ ის დარჩა. ნინო სუთიძე კი აცხადებს, რომ მას არც მსგავსი საჩუქარი მიუღია ზაქაიძისგან.
"ავტომობილი მე მისგან ვიყიდე, გენერალური მინდობილობით და განვადებით გამოტანილი ავტომობილის თანხა ამის შემდეგ უნდა ეხადა გოგა ზაქაიძეს, ეს არის ის ავტომობილი, რომლიდანაც ჩამომსვეს და სახელმწიფოს გადასცეს, - განაცხადა ნინო სუთიძემ.
მისი თქმით, გოგა ზაქაიძის არც ის განცხადება შეესაბამება სიმართლეს, რომლის მიხედვითაც მან ნოშრევან ნამორაძეს ქორწილი გადაუხადა.
"ისე არასდროს არ მიჭირდა, რომ ქორწილი ვერ გადამეხადა", - აცხადებს ნინო სუთიძე.
მასალის გამოყენების პირობები






