საარჩევნო კომისიის პენსიონერი წევრები პენსიას აიღებენ
საზოგადოება - 14:18, 07 May, 2014     1640

საარჩევნო კომისიის წევრებს, რომლებიც იღებენ პენსიას, კომპენსაციას ან სოციალურ პაკეტს, კომისიაში საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული ანაზღაურების გამო, პენსია არ შეუწყდება.

ამასთან დაკავშირებით ცვლილებები რამდენიმე კანონში შედის. მათ შორის, "საარჩევნო კოდექსში", "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონში და ასევე "სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონში. ცვლილებების მიხედვით, იმ საქმიანობას, რომლებიც საჯარო საქმიანობად არ ითვლება, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში საქმიანობა ემატება.

ცვლილებების მიხედვით საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრს და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, რომლებიც შეყვანილი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, შესაბამისი ხელფასი არ ჩაეთვლებათ ოჯახის ერთობლივ შემოსავალში და არ შეუწყდებათ სახელმწიფო დაფინანსება. იგივე ვრცელდება პირებზე, რომლებიც იღებენ სოციალურ პაკეტს მთავრობის დადგენილების შესაბამისად. "სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად კი, საჯარო საქმიანობად არ ჩაითვლება საარჩევნო კომისიებში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. იგივე სახით ცვლილებები აისახება "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონში.

აღნიშნულ სამ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ბიუროს სხდომაზე დღეს იქნება ინიცირებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42