„ნებისმიერი უკანონო მიყურადება არის დანაშაული, შესაბამისად გამოძიება მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა წარიმართოს და უნდა იყოს აუცილებლად ეფექტური, რეალურად ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში უკანონო მიყურადებისთვის ვინმე უნდა დაისაჯოს. სამწუხაროა ის, რომ მიუხედავად მიმდინარე გამოძიებისა აქამადე არ მომხდარა არავის დასჯა სწორედ ამ დანაშაულისთვის. ჩვენ ასევე დავაკვირდებით იმ პროეცესს, რამდენად ობიექტურად და რამდენად გამჭვირვალედ წარიმართება გამოძიება",-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საინფორმაციო სამსახურის უფროს, ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტებში მოსასმენი მოწყობილობები აღმოაჩინეს. ჩანაწერები სავარაუდოდ გასული წლის ივნისშია გაკეთებული.
გუშინვე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ "რუსთავის 2"-ის განცხადებაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, კერძო საუბრების, კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






