მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში დაწერილმა კომენტარებმა გააბრაზა. X ფაქტორის წამყვანს ინგლისურ აქცენტს უწუნებენ.
„ჟიური, რომელიც ქართული აქცენტით ლაპარაკობს როგორ უნდა აფასებდეს სხვებსო“. სტეფანეს ბევრი გამოესარჩლა, ერთ-ერთი წერს:
„ერი ფიქრობს, რომ ყველა საკითხში ექსპერტია, ეს ჩვენი საოცრად დაკომპლექსებული ბუნებიდან მომდინარეობს !!! ჩვენზე წარმატებულ და შემდგარ ადამიანებს ვერ ვიტანთ !!! ამიტომ თავს ვალდბულად ვთვლით, რომ რაც არ უნდა გააკეთოს მავანმა, ყველაფერზე უნდა დავცინოთ და გავაკრიტიკოთ “!
„რუსული ქართულზე უკეთ ვიცი, მაგრამ მაინც ქართული აქცენტით ვლაპარაკობ," - ამბობს მომღერალი და ,,ფეისბუქის" გვერდზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს..
სტეფანე მღებრიშვილი: „რატომ შ......ით ამ ინგლისური აქცენტით? რატომ უნდა ვლაპარაკობდე ბრიტანელივით? რა საჭიროა კეკლუცობა? ბევრად სირცხვილია თქვე უვიცებო არამშობლიურ ენაზე, როდესაც პონტაობთ და საერთოდ არ ხართ არაფრის გაგებაში! ეჰ რა გეშველებათ, თორემ მე კი მაქვს ნაშველი“.
მასალის გამოყენების პირობები






