ლომჯარია: "ჩვენი პერსონალური ინფორმაციის შემცველი მასალა შსს-ში სათანადოდ დაცული არ არის"
საზოგადოება - 14:35, 06 May, 2014     2622
“სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს თუ დამატებითი მტკიცებულებები გააჩნია, უნდა გაასაჯაროვოს.

„მხოლოდ ამ ფაქტების გავრცელება არ ადასტურებს, რომ ეს ნამდვილად შსს-ს მიერ იყო მოძიებული. აუცილებელია, რომ ამ მიმართულებით ჩატარდეს გამოძიება, რადგან მხოლოდ ამ ფაქტების გასაჯაროვება ამ ეტაზე არ შეგვიძლია, რომ უტყუარ მტკიცებულებად ჩავთვალოთ.

საინტერესოა ის, რომ დღევანდელ შეხვედრაზე “რუსთავი 2”-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გააჩნიათ სხვა, არაერთი აუდიომასალა საჯარო პირების პერსონალური ინფორმაციისა და კომუნიკაციის შემცველი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გაასაჯაროვებენ.

ვფიქრობ, რომ თუკი მათ ეს მასალა გააჩნიათ და გაასაჯაროვებენ, რა თქმა უნდა, ეს უფრო გაამყარებს იმ ეჭვებს, რომ ეს ვიდეომასალაც მოპოვებულია შსს-ს მიერ და შემდეგ გადაცემული და გაჟონილი ასევე შსს-დან. გამოძიება უნდა დაიწყოს, დაველოდებოდი მის მიმდინარეობას და ვფიქრობ, რომ თუ “რუსთავი 2”-ს სხვა დამატებით მტკიცებულებები გააჩნია, მათ ეს აუცილებლად უნდა გაასაჯაროვონ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ ამ მასალით, ჩვენ ამ წუთას უტყუარად ვერ ვისაუბრებთ, თუმცა ბევრი ეჭვი არსებობს. ჩვენი კამპანიითაც ვაცხადებდით, რომ ეჭვები არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რომ კვლავ გვისმენენ, მაგრამ ბუნებრივია, ამ ეტაპზე მაინც დადასტურებულად ვერ ვისაუბრებთ, ამიტომ დაველოდოთ რას გააკეთებს “რუსთავი 2” გაასაჯაროვებს თუ არა დამატებით მასალას, რაც მათი განცხადებით, გააჩნიათ”, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ “პირველ პრესკლუბში”.

მისივე თქმით, “რუსთავი 2”-ის განცხადებით, ეს არ არის მხოლოდ ერთი პირისგან გასული ინფორმაცია, მათ რამდენიმე წყარო ჰყავთ, შსს-ში მუშაობენ, თუმცა ისინი წყაროს ბუნებრივია, ვერ ასაჯაროვებენ.

“ვფიქრობ, რომ გამოძიებით შესაძლებელია დადგინდეს, თუ ვის აქვს წვდომა და ვინ როდის გაიტანა ინფორმაცია. აქ ორი საკითხია პრობლემატური – ერთი ის, რომ უკანონო თვალთვალი და მიყურადება ისევ ხდება და მეორე – რომ ჩვენი პერსონალური ინფორმაციის შემცველი მასალა შსს-ში სათანადოდ დაცული არ არის. როგორ ჩანს, მასზე ხელი მიუწვდება პირთა დიდ წრეს, რომელთაც შეუძლიათ თავისუფლად გაიტანონ ეს ინფორმაცია და სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენონ”, - განაცხადა ლომჯარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42