ლიზა ბაგრატიონის ახალი სიყვარულის შესახებ ბევრს წერენ. 40 წლის მომღერალი 28 წლის მუსიკოსს, ალტისტ გიორგი ცაგარელს ხვდება. წყვილი ბოლო პერიოდში მეტ დროს ატარებს ერთად, მას მერე, რაც ლიზა მესამე ქმარს დაშორდა. თუმცა მათი ურთიერთობა გაცილებით ადრე დაიწყო - კონცერტებზე, რომლებსაც ნიკოლოზ რაჭველი დირიჟორობდა. ამ კონცერტებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ორივე მუსიკოსი.
წყვილი კომენტარს არ აკეთებს ამ ახალ ურთიერთობაზე, თუმცა გიორგის „ფეისბუქზე“ ლიზასთან ერთად გადაღებული ფოტოები უდევს, ხოლო რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუში ასეთი რამ თქვა:
„რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ერთი ეტაპი დასრულდა და ახლა ახალ, მეორე ეტაპზე ვარ: გავშორდი მეუღლეს და ახლა მყავს საყვარელი ადამიანი, რომლის გვერდითაც თავს მშვიდად ვგრძნობ. სამწუხაროდ, ის თბილისში ცხოვრობს, მე კი გერმანიაში ვარ და ხშირად ვერ ვხედავთ ერთმანეთს. ისიც მუსიკოსია და ძალიან ბევრი საერთო გვაქვს...“

წყარო: etanews.ge
მასალის გამოყენების პირობები






