ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საინფორმაციო სამსახურის უფროს, ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტებში მოსასმენი მოწყობილობები აღმოაჩინეს. გარდა ამისა, ნაპოვნია ფარული ვიდეო ჩანაწერებიც. აღნიშნუთან დაკავშირებით ,,რუსთავი 2"- ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი იმედს გამოთქვამს, რომ ყველა კითხვას მალე გაეცემა პასუხი და შესაბამისი ორგანოები დროულად დაინტერესდებიან აღნიშნული ფაქტით.
„ფაქტი რა თქმა უნდა იყო შოკისმომგვრელი. ყველას გაგვიჩნდა კითხვა ვინ დგას ამ ფარული თვალთვალის და აუდიო-ვიდეო მიყურადების უკან. ბუნებრივია ველით ამ კითხვაზე პასუხს და იმედი გვაქვს, რომ შესაბამისი ორგანოები დროულად დაინტერესდებიან ამ ფაქტით და საკმაოდ მოკლე დროში მოხდება ამ ყველაფრის გამოძიება, მე ჩემი კოლეგების სახელითაც ვლაპარაკობ და იმედია ჩვენს კითხვებს მალე გაეცემა პასუხი“.

მასალის გამოყენების პირობები






