NCDD ღარიბაშვილს მიმართავს და ჭიკაიძის გადადგომას ითხოვს
საზოგადოება - 21:43, 05 May, 2014     2742
„დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.

მიმართვის ტექსტს „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონო პრემიერო, მოგმართავთ თხოვნით გაიზიაროთ ჩვენი მოსახლეობის შეშფოთება. ჩვენი მოქალაქეები მშვიდად ვეღარ გადაადგილდებიან, მათთვის არ არსებობს არანაირი უსაფრთხო გარემო და მშვიდი ცხოვრების გარანტიები. პოლიცია ვეღარ ახერხებს მათ დაცვას და ჩვენს მოქალაქეებს ადგებათ ზიანი. დანაშაულმა საგრძნობლად იმატა და ქუჩაში ნიღბიანი ბანდფორმირებები ადამიანებს სასტიკად უსწორდებიან, ეს არაა ის სტანდარტი, რომელსაც ჩვენი ხალხი იცნობს. გარდა ბანკების და ავტოგასამართი სადგურების დაყაჩაღებისა, საგრძნობლად მომრავლდა გაუპატიურების, ქურდობის, ძალადობის და შურისძიების მიზნით ადამიანის მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის და დაჭრის ფაქტები. დედაქალაქის ქუჩებში ადამიანებს ელექტრო შოკით შეიარაღებული ჯგუფები თავს ესხმიან. ჩვენი მოქალაქეები დაუცველები გახდნენ და შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკისრებულ პასუხისმგებლობას თავს ვერ ართმევს, ბატონი ალექსანდრე ჭიკაიძე მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს.

მოგმართავთ თხოვნით გაიზიაროთ ჩვენი ხალხის გულის წუხილი და მოახდინოთ ამაზე მკვეთრი რეაგირება. საზოგადოების იუსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე გთხოვთ დააყენოთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბატონი ალექსანდრე ჭიკაიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, ვინაიდან მისი უუნარობა თუ პირადი ინტერესები პირდაპირ აზარალებს მოსახლეობის სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, ამ დროს კი მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება გათვალისწინებული ჩვენი საზოგადოების თხოვნა და ინტერესები, თქვენ თავად მოგიწევთ ყოველივეზე პასუხისმგებლობის აღება“,- აღნიშნულია განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42