"მოქალაქე" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 20:14, 05 May, 2014     4292
"მოქალაქე" ქართული მედიის სანდოობის ხარისხის შეფასებისა და საქართველოში მედიაგარემოს შესწავლის მიზნით, კომპლექსური კვლევის ჩატარებას გეგმავს - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია" მოქალაქის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“ეს არის უპრეცედენტო პროექტი, როგორც წესი, მედიაგარემოს შესწავლა მხოლოდ წინასაარჩევნოდ ხდება, ეს პროექტი კი პერმანენტული ხასიათის იქნება და სულ ცოტა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. კვლევა იქნება მულტიკომპონენტური და მოიცავს როგორც ხარისხობრივ, ისე რაოდენობრივ საფეხურებს; გაანალიზდება ბეჭდვითი და ელექტრონული მედია და შესწავლილ იქნება საზოგადოებისა და ექსპერტთა განწყობები.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მოქალაქემ’’ პარტნიორად აირჩია მსოფლიოს უმსხვილესი კვლევითი ორგანიზაცია TNS, რომელმაც საქმიანობა დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ 1946 წელს. დღეს ორგანიზაცია 80-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს და დასაქმებული ჰყავს 15000-ზე მეტი სპეციალისტი.თNშ-იპოლიტიკურ, მედიისა და სოციალურ კვლევებში მსოფლიო ლიდერია და ცნობილია როგორც კვლევითი პარტნიორი, რომელიც მსოფლიო პოლიტიკურ და ბიზნესკორპორაციებს სანდო და კომპეტენტურ მონაცემებზე დაყრდნობით აწვდის პრაქტიკულ ანალიზსა და რეკომენდაციებს. თNშ-ის კლიენტები არიან როგორც სამოქალაქო სექტორი, ისე სამთავრობო უწყებები, პოლიტიკური პარტიები, მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მსხვილი საერთაშორისო თუ ეროვნული ინსტიტუტები.

ქართული მედიის კვლევის პროექტს უხელმძღვანელებს TNS Opinion , რომელიც განთავსებულია ბრიუსელში. TNS Opinion საქართველოში რამდენიმე წელია, ახორციელებს კვლევით პროექტებს და კარგად იცნობს ქვეყანაში არსებულ ვითარებას. პროექტის განხორციელება დაიწყება უახლოეს პერიოდში და პირველი შედეგები, სავარაუდოდ, სამ თვეში გამოქვეყნდება”, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42